ადგილის დედის ხატი (თეთრახევა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ადგილის დედის ხატი.

ადგილის დედის ხატი, სალოცავი — საკულტო ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრახევის სამხრეთ-დასავლეთით, მდინარე კავახევას მარჯვენა ნაპირზე, შემაღლებულ ადგილას. განეკუთვნება XlX საუკუნეს. ნაგებია ნატეხი ქვითა და კვადრატული აგურით. გეგმით ოთხკუთხა (1,5x1 მეტრი, დაახლოებით 0,5 მეტრი სიმაღლის პოსტამენტზე დაშენებულია ანალოგიური მოხაზულობის, მაგრამ გეგმით ოდნავ მომცრო ორქანობიანი სახურავით დასრულებული ნაწილი (სიმაღლე 1 მეტრი), რომლის აღმოსავლეთ წახნაგში შეისრულთაღოვანი ღრმა ნიშია მოწყობილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]