შინაარსზე გადასვლა

ადგილის დედა (რუსიანი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ადგილის დედა (მრავალმნიშვნელოვანი).

ადგილის დედა — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ რუსიანში, სოფლის განაპირას, სასაფლაოსთან. სავარაუდოდ თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია. ნაგებია დაუმუშავებელი, მოზრდილი ზომის ნატეხი ქვიშაქვითა და კირის ხსნარით. გარედან კედლების საპირე წყობაში მოქცეულია ბრტყელი ქვა.თითქმის მთლიანაა დანგრეული, მისგან ფაქტობრივად აღმოსავლეთ კედელიღა დგას. თუმცა, მასაც დიდი ნაწილი აკლია. ინტერიერში ამოსულია დიდი ხე. შესასვლელი ეკლესიას სამხრეთიდან ჰქონია. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე გაჭრილია ზემოთკენ ოდნავ შევიწრვებული, თარაზულად გადახურული სარკმელი. სარკმლის სამხრეთით ნიშაა, რომელიც ტლანქად დამუშავებული ოთხი ქვითაა გამოყვანილი. გარედან, საკურთხევილს სარკმელი, გადახურულია ქვიშაქვის ერთ ქვაში გამოკვეთილი თაღით, რომელსაც თავდაპირევლი ფორმა, დაზიანების გამო შეცვლილი აქვს.