ადგილები გულში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ადგილები გულში
ჟანრი დრამა
დამდგმელი რეჟისორი რობერტ ბენტონი
პროდიუსერი არლენ დონოვანი
სცენარის ავტორი რობერტ ბენტონი
როლებში სალი ფილდი, დენი გლოვერი
მუსიკა ჯონ კანდერი
ოპერატორი ნესტორ ალმენდეროსი
მონტაჟი კეროლ ლიტლტონი
დისტრიბუტორი TriStar Pictures
გამოსვლის თარიღი 21 სექტემბერი, 1984
ხანგრძლივობა 111 წუთი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $9,5 მლნ
შემოსავალი $34 901 614

ადგილები გულში“ (ინგლ. Places in the Heart) — 1984 წლის ამერიკული დრამატული ფილმი.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოქმედება ვითარდება დიდი დეპრესიის დროინდელ ტეხასში, ერთ-ერთ ფერმაში. ედნა სპელდინგი მოულოდნელად დაქვრივდება და ორი პატარა ბავშვით მარტო დარჩება. მას გადასახდელი აქვს ბანკის ვალები, კონკურენცია უნდა გაუწიოს ადგილობრივ მსხვილ მეწარმეებს, რომლებსაც წვრილი ფერმერების განადგურება სურთ. ედნას ფერმას სტიქიური უბედურებაც დაატყდება თავს. მას მხოლოდ აფროამერიკელი მოსამსახურე მოუზი და ბრმა მისტერ ვილი ეხმარება.

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოსკარი

  1. საუკეთესო მსახიობი ქალი: სალი ფილდი
  2. საუკეთესო ორიგინალური სცენარი: რობერტ ბენტონი

ოქროს გლობუსი

  1. საუკეთესო მსახიობი ქალი დრამაში: სალი ფილდი

ბერლინალე

  1. საუკეთესო რეჟისორი: რობერტ ბენტონი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]