ჯონ მალკოვიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯონ მალკოვიჩი
დაბადების სახელი ჯონ გევინ მალკოვიჩი
დაბადების თარიღი 9 დეკემბერი, 1953 (1953-12-09) (70 წლის)
კრისტოფერი, აშშ
რეზიდენცია კემბრიჯი, მასაჩუსეტსი
საქმიანობა მსახიობი, პროდიუსერი, რეჟისორი
აქტიური 1976-დღემდე

ჯონ გევინ მალკოვიჩი (ინგლ. John Gavin Malkovich დ. 9 დეკემბერი, 1953, კრისტოფერი, ილინოისი) - ამერიკელი მსახიობი, პროდიუსერი და დირექტორი. მისი ოჯახი ბენტონის საღამოს ახალი ამბების და ჟურნალის „Outdoor Illinois“ გამომცემლები იყვნენ ბენტონში, ილინოისი. მათი ოჯახი შტატში ცნობილია, როგორც ილინოისის გარემოს დაცვის მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელთაგანი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა კრისტოფერში, ილინოისი, ხორვატიული წარმოშობის კათოლიკურ ოჯახში. ბავშვობაში მსუქანი ბიჭი ყოფილა, თუმცა საშუალო სკოლის ბოლო წლებში სისტემატური ფიზიკური ვარჯიშით ათლეტური აღნაგობა მიუღია. სწავლობდა ილინოისის სახ. უნივერსიტეტში ეკოლოგიის ფაკულტეტზე. თუმცა შემდეგ შეიცვალა სწავლის საგანი თეატრალურზე, ერთ-ერთი პროფესორის მიერ მისთვის გაკეთებული კომენტარის პასუხად, რომ მისგან მსახიობი ვერ დადგებოდა. მალევე, კოლეჯიდან წასვლის შემდეგ, მალკოვიჩი თავის სარჩენად მცირე-ანაზღაურებად სამსახურთა სერიას იცვლის - მუშაობს სასკოლო ავტობუსის მძღოლად, მღებავად, საკანცელარიო ნივთების მაღაზიის თანამშრომლად და ა. შ.

1976 წელს მალკოვიჩი ჩიკაგოს (ილინოისი) სტეპენვულფის თეატრალური კომპანიის აკრედიტებული წევრი ხდება. 1983 წელს ნიუ-იორკში გადადის და სპექტაკლში „ნამდვილი დასავლეთი“ (True West) იღებს მცირე როლს. 1984-ში ბროდვეიზე დასტინ ჰოფმანთან ერთად სპექტაკლში „კომივოიაჟორის სიკვდილი“ ჩნდება. სპექტაკლის სატელევიზიო ფილმად გადაღების შემდეგ მალკოვიჩი ამ როლისთვის ემმის ჯილდოს იღებს. საფილმო დებიუტს ის ფილმში „ადგილები გულში“ აკეთებს (1984), რომლისთვისაც ის აკადემიის ჯოლდოზე იქნა წაყენებული დამხმარე როლში საუკეთესო მსახიობი მამაკაცისთვის. 1994 წელს ოსკარზე იყო წაყენებული იგივე კატეგორიით ფილმში „In the Line of Fire“. მიუხედავად იმისა, რომ ის სატიტულო როლს ასრულებს ჩარლი კაუფმანის სცენარით გადაღებულ ფილმში „იყო ჯონ მალკოვიჩი“, აქ ის საკუთარი სახელის მქონე გამოგონილ პერსონაჟს ანსახიერებს, რაზეც მთავარი გმირის შუა სახელი „ჰორაციო“ მიუთითებს. მალკოვიჩს კამეო როლი აქვს ფილმში „ადაპტაცია“, ასევე კაუფმანის დაწერილი სცენარით. მალკოვიჩის სადირექტორო დებიუტი “The Dancer Upstairs” 2002 წელს გამოდის.

მალკოვიჩი ბოლო მრავალი წლის განმავლობაში საფრანგეთში ცხოვრობს მის ფრანგ მეგზურ ნიკოლეტა პეირანთან და ორ შვილთან (ამანდინ და ლევი) ერთად. 2005 წლის 4 აპრილს ილინოისის სახ. უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას მას საზეიმოდ გადასცეს თეატრის დიპლომი. 1970-იანებში უნივერსიტეტში სწავლისას მას საბოლოო სადიპლომო გამოცდა აშშ კონსტიტუციაში არ ჩაუბარებია. დიპლომის მისაღებად მას ეს გამოცდა გაუუქმეს. მალკოვიჩი ერთგული რჩება კომპანიისა, რომელმაც მას პირველი შანსი მისცა სამსახიობო კარიერაში, ის ხშირად ბრუნდება სტეპენვულფის თეატრში, სადაც ის დღესაც სპექტაკლებში მონაწილეობს, როგორც მსახიობი ან დამდგმელი-რეჟისორი.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1984 ადგილები გულში Places in the Heart მისტერ ვილი
1985 ტფ კომივოიაჟორის სიკვდილი Death of a Salesman ბიფ ლომენი
1987 მზის იმპერია Empire of the Sun ბესი
1988 სახიფათო კავშირები Dangerous Liaisons ვიკონტი ვალმონი
1998 ადამიანი რკინის ნიღაბში The Man in the Iron Mask ათოსი
1999 იყო ჯონ მალკოვიჩი Being John Malkovich ჯონ ჰორაციო მალკოვიჩი
2000 საბრალონი Les Misérables ინსპექტორი ჟავერი
2002 ადაპტაცია Adaptation საკუთარი თავი
2008 წაკითხვისთანავე დაწვით Burn After Reading ოსბრონ კოქსი
2008 ჩანაცვლებული Changeling მოძღვარი ბრიგლები
2010 რედი Red მერვინ ბოგსი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: