ადამიანის უფლებები ყირგიზეთში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ყირგიზეთში ადამიანის უფლებები — 2020 წელს ქვეყანა მიჩნეულია „ნაწილობრივ თავისუფლად“, Freedom House-ის ანგარიშით მას 39 ქულა აქვს 100-იდან. გაუმჯობესდა 2005 წლის ტიტების რევოლუციით პრეზიდენტ ასკარ აკაევის გადაყენების და როზა ოტუნბაევას უფრო დემოკრატიული მთავრობის დამყარების შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა გამორჩეულია ცენტრალური აზიის სხვა სახელმწიფოებთან შედარებით, მაინც ხდება ადამიანის უფლებების მრავალი დარღვევა: ბოლო წლებში განსაკუთრებით გაუარესდა ლგბტ უფლებები, [1] მაგრამ პრესის თავისუფლება უმჯობესდება. [2]

ქვეყნის დემოკრატიული პროგრესი 2014 წლიდან იკლებს. [3] კორუფცია კვლავ პრობლემად რჩება, თუმცა კოურფციის დონე კლებადია 2008 წლიდან. [4]

საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკა, - ყირგიზეთი დამოუკიდებელი გახდა 1991 წელს. ქვეყნის ახალგაზრდა დემოკრატიამ, რომელიც გონივრულად სტაბილური იყო 1990-იანი წლების უმეტეს პერიოდში, აკაევის მეთაურობით შეასრულა გაცემული დაპირებები, [5] მაგრამ 2000-იანი წლების დასაწყისში მმართველობა გადაიზარდა ავტოკრატიისა და ავტორიტარიზმისკენ, 2000 წელს Freedom House-ის შეფასებით მაჩვენებელმა მიაღწია 5,5-ს. [6] 2020 წელს ქვეყანა მიჩნეულია „ნაწილობრივ თავისუფლად“, ფრიდომ ჰაუსი ანგარიშით მას 39 ქულა აქვს 100-იდან. [7]

2004 წელს, დემოკრატიულ რევოლუციამდე, Freedom House-მა ყირგიზეთი შეაფასა როგორც „არათავისუფალი“, პოლიტიკურ უფლებებში 6 და სამოქალაქო თავისუფლებებში 5 (მასშტაბი 1-7. 1 არის ყველაზე მაღალი). ეს მიუთითებს აშკარა რეგრესზე, 1994 წლის 4.3 ქულიან რეიტინგთან შედარებით. მიუხედავად იმისა, რომ 1993 წლის კონსტიტუციით ყირგიზეთის რესპუბლიკა განსაზღვრულია, როგორც დემოკრატიული რესპუბლიკა, პრეზიდენტმა ასკარ აკაევმა განაგრძო მთავრობაზე დომინირება. სერიოზული დარღვევებით გამოირჩეოდა 2003 წლის ეროვნული საკონსტიტუციო რეფერენდუმი, ისევე როგორც, 2000 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები. [6]

მიმდინარე ვითარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრესის თავისუფლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყირგიზეთში პრესის თავისუფლება იზრდება მას შემდეგ, რაც 2017 წლის არჩევნებს წინ უძღოდა მედიის დარბევა და ყირგიზეთის მედია ლანდშაფტის პლურალიზმი, რაც განსაკუთრებით მაღალია შუა აზიის რეგიონში. [2] მიუხედავად იმისა, რომ შედარებით კარგად მუშაობს, ქვეყანაში ჟურნალისტიკის პრობლემები კვლავ რჩება. მთავრობისადმი კრიტიკული ინფორმაცია ხშირად მიუწვდომელია, ჟურნალისტები სადავო თემების გაშუქებას (მაგალითად, კორუფცია )თავს არიდებენ, რაც ასუსტებს ჟურნალისტიკის როლს ქვეყანაში. კრიტიკული ჟურნალისტიკა ქვეყანაში არსებობს, მაგრამ ბევრ მედიასაშუალებაში არ არის გაშუქებული ის თემები, რომლებიც პოლიტიკურად მგრძნობიარეა. [8] ყირგიზეთში ჟურნალისტიკა, განსაკუთრებით რელიგიურ თემებთან ან ეთნიკურ ურთიერთობებთან დაკავშირებული, ხშირად არ არის ნეიტრალური გაშუქებისას. [9]

ქალთა უფლებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყანა განიცდის მაღალ და მზარდ უთანასწორობას, ქალები დიდწილად მოკლებულნი არიან გადაწყვეტილების მიღების უფლებას. ქალთა მიმართ ძალადობა ფართოდ არის გავრცელებული და სხვადასხვა ფორმით მიმდინარეობს, მათ შორისაა ოჯახში ძალადობა, პატარძლის გატაცება, ტრეფიკინგი, ადრეული ქორწინება და ფიზიკური შეურაცხყოფა. ზოგიერთი კულტურული და სოციალური პრაქტიკის ნეგატიური ინტერპრეტაცია სულ უფრო ზღუდავს ქალთა უფლებებს გააკონტროლონ თავიანთი ცხოვრება. სოფლად მცხოვრებ ქალებსა და გოგონებს შეზღუდული აქვთ რესურსების ხელმისაწვდომობა. [10]

ლგბტ უფლებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყირგიზეთში ლეგალურია როგორც მამრობით, ასევე ქალ ერთნაირსქესიანთა სექსუალური აქტივობა, მაგრამ 2016 წლიდან კონსტიტუციაში ერთნაირსქესიანთა ქორწინება არ არის აღიარებული და აშკარად აკრძალულიც კი არის. ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი (ლგბტ) ადამიანები კვლავ აწყდებიან არასათანადო მოპყრობას, გამოძალვასა და დისკრიმინაციას სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორების მხრიდან. [1]

სხვადასხვა ნაციონალისტური ჯგუფი 2019 წლის დემონსტრაციების დროს დაემუქრა ლგბტ ჯგუფებს. პარლამენტის რამდენიმე წევრმა გამოხატა ზიზღი ერთნაირსქესიანი წყვილების მიმართ: ერთმა წევრმა თქვა, რომ ლგბტ ადამიანები „არა მხოლოდ წყევლას, არამედ ცემასაც იმსახურებენ“. [1]

ტრანსგენდერებს უფლება აქვთ შეიცვალონ სქესი ყირგიზეთში, მაგრამ მათ სჭირდებათ სქესის შეცვლის ოპერაციის გაკეთება. პირველი ასეთი ოპერაცია ჩატარდა ბიშკეკში 2014 წლის იანვარში. [11]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Kyrgyzstan, events of 2019.
  2. 2.0 2.1 World Press Freedom Index 2020: Kyrgyzstan.
  3. Nations in transit 2020.
  4. Kyrgyzstan Corruption Index.
  5. Anderson, John. Kyrgyzstan: Central Asia's Island of Democracy. 
  6. 6.0 6.1 Piano, Aili. Freedom in the world 2004. 
  7. Freedom in the world 2020: Kyrgyzstan.
  8. Freedman, Eric. „Deepening shadows: The eclipse of press rights in Kyrgyzstan“. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  9. Wolf, I.. Hizb ut-Tahrir in Kyrgyzstan as presented in Vechernii Bishkek: A radical Islamist organization through the eyes of Kyrgyz journalists. 
  10. UN Women in Kyrgyzstan.
  11. First Kyrgyz Sex-Change Surgery A 'Success'.