აგუა-გრანდე (პორტ.Água Grande) — ოლქი სან-ტომე და პრინსიპის სახელმწიფოში. მდებარეობს კუნძულსან-ტომეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ფართობი — 17 კმ² (ტერიტორიის მიხედვით ქვეყნის ყველაზე პატარა ოლქი). 2012 წლის აღწერის მონაცემებით მისი მოსახლეობა შეადგენს 73 091 ადამიანს[1][2][3] (მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ქვეყნის ყველაზე დიდი ოლქი). ოლქის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი სან-ტომე, რომელიც ამავდროულად სან-ტომეს პროვინციის და მთელი სახელმწიფოს დედაქალაქია. სან-ტომეს გარდა ოლქში მდებარეობს ქალაქი პანტუფუ.
ოლქის მოსახლეობის რაოდენობის ცვლილება წლების მიხედვით
1940 წელი — 8431 ადამიანი (ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობის 13,9 %)
1950 წელი — 7821 ადამიანი (ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობის 13,0 %)
1960 წელი — 9586 ადამიანი (ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობის 14,9 %)
1970 წელი — 19 636 ადამიანი (ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობის 26,6 %)
1981 წელი — 32 375 ადამიანი (ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობის 33,5 %)
1991 წელი — 42 331 ადამიანი (ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობის 36,0 %)
2001 წელი — 51 886 ადამიანი (ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობის 37,7 %)
2012 წელი — 73 091 ადამიანი (ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობის 39,01 %)