აბჰიდჰარმაკოშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

„აბჰიდჰარმაკოშა“ (სანსკრ., სიტყვასიტყვით: „უმაღლესი კანონის ტრაქტატი“) — ბუდისტური პოეტური თხზულება, რომელიც წარმოადგენს სარვასტივადის სკოლის აბჰიდჰარმის მოძღვრების შვიდი ტრაქტატის შესავალს და მათი შინაარსის ენციკლოპედიურ რეზიუმეს. დაწერილია IV-V საუკუნეებში ჩრდილოეთ-დასავლეთ ინდოეთში მოღვაწე ბუდისტი ბერის — ვასუბანდჰუს მიერ. ნაწარმოები ახდენს სარვასტივადის მოძღვრების სისტემატიზებას, ეტყობა მაჰაიანის ზეგავლენა. „აბჰიდჰარმაკოშა“ მნიშვნელოვანი წყაროა ბუდიზმის ძველ სკოლებს შორის დოქტრინული განსხვავებების შესასწავლად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]