ბუდიზმის სკოლები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბუდიზმის სკოლები სხვადასხვანაირად კლასიფიცირდება. ძირითადად ყოფენ თერავადა (აგრეთვეა ცნობილია სახელით - „ჰინაჲანა“, რაც ბევრისთვის დამამცირებლად ითვლება) და მაჰაჲანა მიმდინარეობებად. ზოგი მეცნიერის კლასიფიკაციაში მაჰაიანა გახლეჩილია მაჰაიანად და ვაჯრაიანად (ვაჯრაჲანა აგრეთვე მოიცავს იაპონურ შინგონის სკოლას).

კლასიფიკაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუკაზე ნაჩვენებია ბუდიზმის სამი ძირითადი მიმართულება

მაკმილანის რელიგიათა ენციკლოპედია ბუდიზმის კლასიფიკაციის სამ სახეს გამოყოფს:

ტერმინოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბუდიზმის მთავარი განხრების ტერმინოლოგია შეიძლება განსხვავდებოდეს, რადგან ბუდიზმი მეცნიერებისა და მკვლევრების მიერ სხვადასხვანაირად იყოფა გეოგრაფიული, ისტორიული და ფილოსოფიური კრიტერიუმებით, კონკრეტული ტერმინები განსხვავებული კონტექსტით გამოიყენებოდა. შემდეგ ტერმინებს შეიძლება შეიცავდეს ბუდიზმის ძირითადი განხრები:

„კონსერვატული ბუდიზმი“
ადრეული ბუდიზმის ალტერნატიული სახელი.
„ადრეული ბუდისტური სკოლები“
სკოლები, რომლებიც მათს რამდენიმე პირველ საუკუნეში გაიყვნენ; მხოლოდ ერთი მათგანი, თერავადა, გადარჩა დამოუკიდებლად
„აღმოსავლეთ აზიური ბუდიზმი“
მეცნიერთა მიერ გაგმოყენებული იაპონიის, კორეის, სინგაპურისა, და ჩინეთისა და ვიეტნამის ნაწილის ბუდისტური ტრადიციების ტერმინი[1]
„აღმოსავლური ბუდიზმი“
ზოგ მეცნიერთა ხმარებადი ალტერნატიული სახელი აღმოსავლეთ აზიის ბუდიზისთვის[2]; ასევე ზოგჯერ გამოიყენება ბუდიზმის ყველა ტრადიციული ფორმის, ასევე გადასავლურებული ფორმების გამოსახატად.
„ეზოთერული ბუდიზმი“
ხშირად ჩათვლილია „ვაჯრაიანას“ სინონიმად.[3] ზოგიერთი მეცნიერი თერავადაში, კერძოდ კამბოჯაში, ნაპოვნ კონკრეტულ პრაქტიკებსაც უწოდებს.[4]
„ჰინაჲანა“
მაჰაჲანაში გამოყენებული, ხშირად დამამცირებლად ჩათვლილი ტერმინი, ოპონენტების ცილისწამებისთვის.[5] ზოგჯერ გამოხატავს ადრეულ ბუდისტურ სკოლებს, თანამედროვე თერავადას ჩათვლით, თუმცა მისი ლეგიტიმურობა საკამათოა.[6] მისი სამეცნიერო ნაშრომებში გამოყენება, სადავოა.[7]
„ლამაიზმი“
ძველი ტერმინი, ზოგჯერ კვლავ გამოყენებადი, ტიბეტური ბუდიზმის სინონიმი; მიჩნეულია უხეშ შეცდომად.
„მაჰაჲანა“
ადრეული ბუდისტური სკოლებიდან ამოსული მიმდინარეობა, მოგვიანო, აღმოსევლეთ აზიისა და ტიბეტის ნათესავ ბუდიზმებთან ერთად. ვაჯრაჲანული ტრადიცია ხშირად მისგან გამოიყოფა.
„მანტრაჲანა“
ხშირად ითვლება „ვაჯრაჲანას“ სინონიმად.[8] იაპონური თენდაის სკოლა აღწერილია - მანტრაჲანას გავლენიანი.[9]
„ნიკაჲა ბუდიზმი“ ან „სკოლები“
ადრეული ბუდისტური სკოლების ალტერნატიული ტერმინი.
„არა-მაჰაჲანა“
ადრეული ბუდისტური სკოლების ალტერნატიული ტერმინი.
„ჩრდილო ბუდიზმი“
ტიბეტური ბუდიზმის ზოგი მკვლევარის მიერ ხმარებადი ტერმინი.[2]
„საიდუმლო მანტრა“
ალტერნატივა მანტრაჲანას გადმოსაცემად.[10]
„სექტანტური ბუდიზმი“
ადრეული ბუდისტური სკოლების ალტერნატიული სახელი.
„სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიური ბუდიზმი“
თერავადასთვის ზოგი მკვლევრის მიერ ხმარებადი ტერმინი[11]
„სამხრეთული ბუდიზმი“
ზოგი მკვლევრის მიერ ხმარებადი თერავადას ალტერნატიული სახელი[2]
„შრავაკაჲანა“
ზოგჯერ, ადრეული ბუდისტური სკოლებისთვის ხმარებადი ალტერნატიული ტერმინი.
„ტანტრაჲანა“ ან „ტანტრული ბუდიზმი“
ჩვეულებისამებრ, ითვლება „ვაჯრაჲანას“ სინონიმად.[8] თუმცა, ხშირად სხვა მიმდინარეობად გამოყოფენ.
„თერავადა“
ტრადიციული ბუდიზმი შრი ლანკაში, მიანმაში, ტაილანდში, ლაოსში, კამბოჯასა და ვიეტნამის მხარეებში, ჩინეთში, ინდოეთში, ბანგლადეშსა და მალაიზიაში. ადრეული ბუდისტური სკოლების ერთადერთი გადარჩენილი წარმომადგენელია. ზოგჯერ, ტერმინი თერავადა ყველა ადრეულ ბუდისტურ სკოლას აღნიშნავს.[12]
„ტიბეტური ბუდიზმი“
ჩვეულებრივ, აღნიშნავს ტიბეტური ტრადიციის ბუდიზმს, რომელსაც მიდევენ ტიბეტში, მონღოლეთში, ბჰუტანსა და ჩინეთის მხარეებში, ინდოეთსა და რუსეთში.
„ვაჯრაჲანა“
ინდურ მაჰაჲანადან აღმოცენებული მიმდინარეობა, შემდგომ მემკვიდრეებთან ერთად. ცოტა გაურკვეველია, ზუსტად რომელი მიმდინარეობები ხვდებიან ამ კატეგორიაში. ბევრი მასში იაპონურ შინგონის სკოლასაც თვლის. ზოგი მკვლევარი[13], კორეულ მილგჲოს ტრადიციასაც ათვლის, რომელიც არაა ცალკე სკოლა. ერთი მკვლევარი ამბობს: „მიუხედავად ბუდისტ მოაზროვნეთა გენერაციის ცდებისა, ძალზე ძნელია გარკვევა, თუ ზუსტად რა აყენებს ვაჯრაჲანას დამოუკიდებელ მიმდინარეობად."[14]

ადრეული სკოლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბუდა შაკიამუნის გამოსახულება სვასტიკით, სი ლაის ტაძარი

ოცი სექტა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შემდეგი ოცი სექტა მაჰაიანურ ტექსტებში ჰინაიანადაა მოხსენებული:

სთჰავირავადა (上座部) იყოფა 11 სექტად:

 სთჰავირავადა─┬─ ჰაიმავატა────────────────────────────────────────────
             └─ სარვასტივადინი─┬───────────────────────────────────
                              ├ ვატსიპუტრია ─┬────────────────────
                              │              ├ დჰარმოტტარა───────
                              │              ├ ბჰადრაჲანიჲა─────
                              │              ├ სამმიტიჲა────────
                              │              └ ჩანნაგირიკა─────
                              ├ მაჰიშასაკა─┬─────────────────────
                              │          └ დჰარმაგუპტაკა──────
                              ├ კაშჲაპიჲა────────────────────────
                              └ საუტრანტიკა──────────────────────

მაჰასამგჰიკა (大眾部) იყოფა 9 სექტად:

მაჰასანგჰიკა─┬──────────────────────┬─────
             ├ ეკავჲაჰარიკაჩაიტიკალოკოტტარავადინიაპარაშაილაკაუკკუტიკაუტტარაშაილაბაჰუშრუტიჲაპრაჯნაპტივადა

გავლენები აღმოსავლეთ აზიის სკოლებზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შემდეგი მოგვიანო სკოლები იყენებდნენ დჰარმაგუპტაკას ვინაჲას:

  • ჩინური ბუდიზმი, განსაკუთრებით ვინაჲას სკოლა
  • კორეული ბუდიზმი, განსაკუთრებით გჲეჲული
  • ვიეტნამური ბუდიზმი
  • იაპონური რიცუ

თერავადას სკოლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ თერავადა

მაჰაიანას სკოლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩინური მომავლის ბუდა, 1468.

ტანტრული სკოლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აგრეთვე იხილეთ: ვაჯრაჲანა

ახალი ბუდისტური მიმდინარეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. B & G, Gethin, R & J, P & K
  2. 2.0 2.1 2.2 Penguin, Harvey
  3. Encyclopedia of Religion, Macmillan, New York, volume 2, page 440
  4. Indian Insights, Luzac, London, 1997
  5. "Hinayana (literally, 'inferior way') is a polemical term, which self-described Mahāyāna (literally, 'great way') Buddhist literature uses to denigrate its opponents." - p. 840, MacMillan Library Reference Encyclopedia of Buddhism, 2004
  6. "Hinayana is a designation that has no clearly identifiable external referent" - p. 840, MacMillan Library Reference Encyclopedia of Buddhism, 2004
  7. "The supposed Mahayana-Hinayana dichotomy is so prevalent in Buddhist literature that it has yet fully to loosen its hold over scholarly representations of the religion." - p. 840, MacMillan Library Reference Encyclopedia of Buddhism, 2004
  8. 8.0 8.1 Harvey, pages 153ff
  9. '
  10. Hopkins, Jeffrey (1985) The Ultimate Deity in Action Tantra and Jung's Warning against Identifying with the Deity Buddhist-Christian Studies, Vol. 5, (1985), pp. 159-172
  11. R & J, P & K
  12. Encyclopedia of Religion, volume 2, Macmillan, New York, 1987, pages 440f; Cambridge Dictionary of Philosophy, sv Buddhism
  13. Harvey
  14. Lopez, Buddhism in Practice, Princeton University Press, 1995, page 6
  • Coleman, Graham, ed. (1993). A Handbook of Tibetan Culture. Boston: Shambhala Publications, Inc.. ISBN 1-57062-002-4.
  • Warder, A.K. (1970). Indian Buddhism. Delhi: Motilal Banarsidass.