აბუ ჰანიფა
აბუ ჰანიფა | |
---|---|
არაბ. ابو حنيفة النعمان | |
![]() | |
დაბ. თარიღი | 5 სექტემბერი 699 |
დაბ. ადგილი | ქუფა, ომაიანთა სახალიფო[1] |
გარდ. თარიღი | 767 |
გარდ. ადგილი | ბაღდადი, აბასიანთა სახალიფო |
დასაფლავებულია | ბაღდადი |
მოქალაქეობა |
ომაიანთა სახალიფო![]() |
სამეცნიერო სფერო | Q100773233? და science of hadith |
განთქმული მოსწავლეები | აბუ იუსუფი |
ალ-ნუმან იბნ თაბიტ აბუ ჰანიფა (არაბ. ابو حنيفة النعمان بن ثابت بن الكوفيّ; დ. 8 სექტემბერი, 699, ქუფა — გ. 18 ივნისი, 767, ბაღდადი) — მუსლიმანური სამართლის მეცნიერი და ღვთისმეტყველი, ჰანიფიტების სკოლის მამამთავარი. თვით აბუ ჰანიფას არ დაუწერია რაიმე შრომა მუსლიმანური სამართლის დარგში,. თავის შეხედულებებს იგი გადასცემდა მოწაფეებს, რომელთა შრომებშიც შემონახულია ცნობები აბუ ჰანიფას მოძღვრების შესახებ. აბუ ჰანიფა მუსულმანური იურიდიული დოგმების თეორეტიკოსი და სისტემატიზატორია. იგი ნაკლებ ანგარიშს უწევდა სასამართლო პრაქტიკას, რადგან არ იყო ყადი. აბუ ჰანიფა ითვლება მუსულმანური დოგმატიკური თეოლოგიის იმ ყველაზე გავრცელებული ტრადიციის მამამთავრად, რომელიც უმთავრესად ემყარება მუსლიმთა ჯამაათისა და მისი ერთიანობის იდეას, სუნისა და ზომიერების მიმდევარ მორწმუნეთა უმრავლესობის თანხმობის პრინციპს და იყენებს უფრო მეტად რელიგიურ-კანონიკურ, ვიდრე რაციონალურ საბუთებს.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 48.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Абу-Ханифа // Энциклопедический лексикон — СПб: 1835. — Т. 1. — С. 56.