აბუ იუსუფი
იერსახე
| აბუ იუსუფი | |
|---|---|
| არაბ. أبو يوسف | |
| დაბ. თარიღი | 731[1] |
| დაბ. ადგილი | ქუფა, ერაყი, ომაიანთა სახალიფო |
| გარდ. თარიღი | 798[2] |
| გარდ. ადგილი | ბაღდადი, ერაყი, აბასიანთა სახალიფო |
| მოქალაქეობა |
ომაიანთა სახალიფო |
| საქმიანობა | ყადი, mujtahid და ფილოსოფოსი |
| განთქმული მოსწავლეები | Muhammad al-Shaybani[3] , აჰმად იბნ ჰანბალი[4] , Ahmad bin Abi Taybah al-Darimi და Hasan bin Ziyad |
იაკუბ იბნ იბრაჰიმ ალ-ანსარი ალ-ქუფი აბუ იუსუფი (არაბ. أبو يوسف; დ. 731 — გ. 13 სექტემბერი, 798) — არაბი სამართალმცოდნე, აბუ ჰანიფას მოწაფე და მიმდევარი. სახალიფოს პირველი ყადი ალ-ყუდათი. ცნობილია ჰარუნ ალ-რაშადის დავალებით დაწერილი მისი „ხარაჯის წიგნი“ („ქათიბ ალ-ხარაჯი“), რომელშიც მოცემულია პასუხები ხალიფის მიერ აბასიანთა სახალიფოს პოლიტიკურ-ადმინისტრაციული და ეკონომიკური ცხოვრების სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით დასმულ საკითხებზე. წიგნი VII-VIII საუკუნებში სახალიფოს სოციალურ-ეკონომიკური ისტორიის ძვირფასი წყაროა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 43.
- ↑ Али-заде А. Абу Йусуф // Исламский энциклопедический словарь — Москва: Ансар, 2007.
- ↑ OpenITI corpus — OpenITI.
- ↑ Али-заде А. Шейбани Мухаммад ибн Хасан // Исламский энциклопедический словарь — Москва: Ансар, 2007.
- ↑ Али-заде А. Ахмад ибн Ханбал // Исламский энциклопедический словарь — Москва: Ансар, 2007.