აბუ ლ-ფიდა (მთვარის კრატერი)
| მთვარის კრატერი | |
|---|---|
| აბუ ლ-ფიდა | |
| ლათ. Abulfeda | |
|
| |
| მონაცემები | |
| ზვინულის სიმაღლე | 1.23 კმ (2015)[1] |
| დიამეტრი | 62.23 კმ[2] |
| მოცულობა | 3316.77 კმ³ (2015)[1] |
| უდიდესი სიღრმე | 2.72 კმ (2015)[1] |
| ტიპი | დარტყმითი კრატერი |
| სახელწოდება | |
| ეპონიმი | აბუ ლ-ფიდა |
| დამტკიცებულია | IAU (1935) |
| მდებარეობა | |
| 13.87° ს. გ. 13.91° ა. გ. / 13.87° ს. გ. 13.91° ა. გ. | |
| ციური სხეული | მთვარე (LQ20) |
| აბუ ლ-ფიდა | |
კრატერი აბუ ლ-ფიდა (ლათ. Abulfeda) — დარტყმითი მეტეორიტული კრატერი მთვარეზე. მდებარეობს მთვარის ხილული მხარის ცენტრალურ ნაწილში. სახელი ეწოდა, არაბი ისტორიკოსისა და გეოგრაფის აბუ ლ-ფიდას პატივსაცემად (დამტკიცებულ იქნა საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის მიერ 1935 წელს).[2] კრატერის ფორმირება ნექტარული პერიოდით ივარაუდება.[1]
კრატერის აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კრატერის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს კრატერი ანდელი, ჩრდილოეთით — კრატერი დოლონდი, ჩრდილო-აღმოსავლეთით — კანტისა და დეკარტის კრატერები, სამხრეთ-აღმოსავლეთით — კრატერი ტაციტუსი, სამხრეთ-აღმოსავლეთით — კრატერი ალ-მამუნი. აბუ ლ-ფიდას კრატერის ზვინულის სამხრეთ ნაწილიდან კრატერ ალ-მამუნის ზვინულის ჩრდილოეთ ნაწილის მიმართულებით გადაჭიმულია აბუ ლ-ფიდის კრატერების ჯაჭვი, რომელიც შემდგომ 210 კმ მანძილზე ვრცელდება და კვეთს ალთაის კიდეს[3]. კრატერის ცენტრის სელენოგრაფიული კოორდინატებია 13°52′S 13°55′E / 13.87° ს. გ. 13.91° ა. გ., დიამეტრი — 62.23 კმ,[2] სიღრმე — 2.72 კმ.[1]
კრატერის ზვინულის სამხრეთის და ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილები მოფენილია მრავალრიცხოვანი პატარა კრატერებით, სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს კვეთს ხეობები. ზვინულის შიდა დახრილობა შესამჩნევად ფართოა აღმოსავლეთ ნაწილში, ჩრდილოეთი უფრო ვიწრო და ძლიერ დანგრეული, მთელ სიგრძეზე შიდა ფერდობი გათლილი, სავარაუდოდ მეზობელი ზემოქმედების დროს სეისმური აქტივობის შედეგად. კრატერის ზვინულის მაქსიმალური სიმაღლე მთვარის რელიეფის მიმართ 1.23 კმ-ია,[1] მოცულობა — 3316.77 კმ³.[1] კრატერის თასის ფსკერი ივსება ან იმბრიული ზემოქმედების დროს ამოფრქვეული ქანებით ან ლავის ნაკადებით და აქვს შედარებით ბრტყელი ტოპოგრაფია შესამჩნევი სტრუქტურების გარეშე. ცენტრალური მწვერვალი არ არის, სავარაუდოდ დაიფარა კრატერის შევსებისას.
სატელიტური კრატერები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Цифровой фотографический атлас Луны.
- Снимки с борта Аполлона-14, Аполлона-16.
- Селенологическая карта окрестностей кратера.
- Кратер Абу-ль-Фида на карте LAC-78.
- Кратер Абу-ль-Фида на карте LM-78.
- Andersson, L.E., and E.A. Whitaker, NASA Catalogue of Lunar Nomenclature, NASA Reference Publication 1097, October 1982.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 Lunar Impact Crater Database (2015) Losiak et al., LPI Lunar Exploration Intern Program (2009). Revised by T. Öhman, LPI (2011) and (2015).
- ↑ 2.0 2.1 2.2 საერთაშორისო ასტრონომიული კავშირი — Abulfeda
- ↑ Кратер Абу-ль-Фида на карте LAC-78.. ციტირების თარიღი: 2019-12-02
