აბსორბციული მიკროსკოპია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

აბსორბციული მიკროსკოპია — ცხოველურ და მცენარეულ ორგანიზმთა უჯრედების სტრუქტურისა და ქიმიზმის მიკროსკოპით შესწავლის მეთოდი, რომელიც დამყარებულია უჯრედშიგა სტრუქტურების მიერ სინათლის შერჩევით შთანთქმის უნარზე. ულტრაიისფერ სხივებს შთანთქავს ნუკლეინის მჟავებისა და სხვა ნუკლეოტიდების, ცილების, ზოგადი ვიტამინისა და სტეროლების ციკლური დაჯგუფებანი, ხილულ სხივებს — პიგმენტები. გარკვეული ნივთიერების შთანმთქმელ ზონას ანათებენ სპექტრის ვიწრო ნაკვეთის სხივებით და აკვირდებიან უჯრედში აღნიშული ნივთიერების განაწილებასა და მისი შემცველი სტრუქტურების აგებულებას. სტრუქტურაში გამავალი სინათლის ნაკადის შესუსტების ხარისხის მიხედვით განსაზღვრავენ სინათლის შთანმთქმელი ნივთიერების კონცენტრაციას. მეთოდის ეფექტურობის გასაძლიერებლად იყენებენ საღებრებს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]