შინაარსზე გადასვლა

აბსორბცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბსორბცია (მრავალმნიშვნელოვნება).

აბსორბცია (ლათ. absorptio — „შთანთქმა“) — აირის შთანთქმა სითხის ან მყარი სხეულის მიერ. ადსორბციისაგან განსხვავებით, აბსორბციის დროს შთანმთქმელია აბსორბენტის მთელი მოცულობა. აბსორბცის მოვლენა გახსნის ანალოგიურია: შთამნთქმელში იხსნება აირების ნარევის ან ხსნარის შემადგენელი ერთ-ერთი კომპონენტი. წნევის გაზრდა და ტემპერატურის შემცირება აბსორბციას მნიშვნელოვნად ზრდის. პრაქტიკაში გამოიყენაბა სითხეებით აირების აბსორბცია, ხსნარებიდან კომპონენტების გამოწვლილვა. აბსორბციაზე დაფუძნებულია მრეწველობისათვის მნიშვნელოვანი მრავალი საწარმოო პროცესი. მაგ., აზოტის, მარილის და გოგირდმჟავას წარმოება (აირადი აზოტის ორჟანგის, ქლორწყალბადის შთანთქმა წყლით), აირების ერთმანეთისაგან დაცილება და სხვა.