აბსოლუცია
აბსოლუცია (ლათ. absolutio) — ქრისტიანულ ღვთისმეტყველებაში (განსაკუთრებით რომის კათოლიკური ეკლესიაში): ცოდვების მიტევება, შენდობა. ტერმინი გამოიყენება ასევე იურისპრუდენციაში მსჯავრდადებულის სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსანიშნავად.
ქრისტიანული ეკლესიის ისტორიის ადრეულ ეტაპზე ღმრთისმსახური აბსოლუციის რიტუალს მონანიების წესის საჯაროდ შესრულების შემდეგ აღასრულებდა. შუა საუკუნეებში აღსარებაც და აბსოლუციაც სრულად ფარული, არასაჯარო გახდა. რომის კათოლიკებთან აბსოლუცია არის აქტი, რომლითაც აღსარების მიმღები (ღმრთისმსახური) სინანულის საიდუმლოში იესო ქრისტესა და ეკლესიის სახელით მონანიეს ჩადენილ ცოდვათაგან მიტევებულად აცხადებს. პროტესტანტებთან ღმრთისმსახური აბსოლუციას ჩვეულებრივ ადგენს საჯაროდ, მთელი მრევლის მიერ ლოცვის აღვლენის შემდეგ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „მიტევება“. პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4;
- აბსოლუცია — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)