აბდ ალ-რაზაკ სამარყანდელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აბდ ალ-რაზაკ სამარყანდელი (სპარს. کمال‌الدین عبدالرزاق بن اسحاق سفرنامه; დ. 1413 — გ. 1482) — შუა აზიელი ისტორიკოსი. წერდა სპარსულ ენაზე. სიცოცხლის უდიდესი ნაწილი სამარყანდში გაატარა.

ავტორია ორტომიანი საისტორიო ნაშრომისა „ორი ბედნიერი მნათობის აღმობრწყინებისა და ორი ზღვის შერწყმის ადგილი“ (1467/1468–1470/1471), რომელიც აღწერს მონღოლების, თემურისა და თემურიდების ისტორიას (1304–1471). თხზულება ღირებულ ცნობებს შეიცავს XIV-XV საუკუნეების საქართველოს ისტორიის შესახებ (თემურლენგის ლაშქრობები საქართველოში, კონსტანტინე I-ის ბრძოლა შავბატკნიანებთან და ა. შ.)

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]