აბდულვაჰაბ სალამზადე
აბდულვაჰაბ სალამზადე | |
---|---|
აზერ. Əbdülvahab Salamzadə | |
დაბ. თარიღი | 16 თებერვალი, 1916 |
დაბ. ადგილი | შემახა |
გარდ. თარიღი | 19 აგვისტო, 1983 (67 წლის) |
გარდ. ადგილი | ბაქო |
მოქალაქეობა | სსრკ |
საქმიანობა | არქიტექტორი |
სამეცნიერო ხარისხი | ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი |
შვილ(ებ)ი | Artegin Salamzada |
ჯილდოები | შრომის წითელი დროშის ორდენი და აზერბაიჯანის სსრ-ის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე |
აბდულვაჰაბ რაჰიმ ოღლუ სალამზადე (აზერ. Əbdülvahab Rəhim oğlu Salamzadə; 16 თებერვალი, 1916, შამახი, ბაქოს პროვინცია - 19 აგვისტო, 1983, ბაქო) — აზერბაიჯანელი საბჭოთა ხელოვნებათმცოდნე, არქიტექტორი, აზერბაიჯანის ხელოვნების ისტორიის დოქტორი, აკადემიკოსი.[1][2]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა 1916 წლის 16 თებერვალს ქალაქ შამახში. ბავშვობიდანვე იჩენდა ინტერესს ხელოვნებისა და არქიტექტურის, არქიტექტურული ძეგლებისადმი.[1][2]
აბდულ ვაჰაბ სალამზადე იყო პირველი აზერბაიჯანელი მეცნიერი, რომელმაც შეისწავლა აზერბაიჯანის არქიტექტურული ძეგლები. მას მიეწერება ნახიჩევანისა და შირვანის არქიტექტურული სკოლების კვლევა და თავრიზისა და არანის არქიტექტურული სკოლების იდენტიფიცირება.[1]
1962 წელს გახდა აზერბაიჯანის სსრ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული კულტურის ძეგლთა დაცვის სამეცნიერო-მეთოდური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.
სალამზადე იყო აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებელი და კურსდამთავრებულებს ხელმძღვანელობდა არქიტექტურისა და ხელოვნების ინსტიტუტში. იყო აზერბაიჯანის სსრ არქიტექტორთა კავშირის გამგეობისა და პრეზიდიუმის წევრი.[1][2]
სალამზადე პირადად მონაწილეობდა არქიტექტურული ძეგლების აღდგენაში.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Əbdülvahab Salamzadə. Bakı: Zərdabi Nəşr. 2020. səh. 70. ISBN 978 9952 542 04 2.
- ↑ 2.0 2.1 2.2 Aludə Zeynalova,. Tariximizə tarix qatan sənətşünas Azərbaycan. anl.az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18-6-2019.