აბდულა-ხან II

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

აბდულა-ხან II, აბდულა-ხან იბნ ისქანდარი (უზბეკ. Abdulla II; დ. 1534 — გ. 1598) — უზბეკთა ხანი (1583 წლიდან) შაიბანიდების დინასტიისა.

აბდულა-ხანის დროს შაიბანიდების სახელმწიფომ ძლიერების მწვერვალს მიაღწია. შემოიერთა ტაშკენტი, სირდარიის ჩრდილოეთით — ბალხი, ფერღანა, ხვარაზმი, ბადახშანი. აბდულა-ხანი წარმატებით ებრძოდა ირანს ხორასნისათვის, მკაცრად უსწორდებოდა ურჩ ფეოდალებს, გაატარა მრავალი საკანონმდებლო ღონისძიება და აადმინისტრაციული რეფორმა. ხელს უწყობდა ხელოსნობის, ვაჭრობის, აქიტექტურისა და ლიტერატურის განვითარებას. გააფართოვა ურთიერთობა რუსეთის სახელმწიფოსთან, ინდოეთთან და ოსმალეთთან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]