შაიბანიდების სახელმწიფო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შაიბანიდების სახელმწიფოფეოდალური სახელმწიფო შუა აზიაში (1500-1598 წწ.), რომლის დედაქალაქი იყო ჯერ სამარყანდი, ხოლო 1560 წლიდან - ბუხარა. მისი შექმნა დაკავშირებულია ცენტრალურ აზიაში მომთაბარე უზბეკების - შაიბანიდების მოსვლასთან, ჩინგიზ-ყაენის შთამომავლის, შაიბანი-ხანის მეთაურობით და მათ მიერ ცენტრალური მავერანაჰრის დაპყრობასთან. 1510 წელს, როდესაც ირანმა შაიბანი-ხანი დაამარცხა, იგი დაიშალა ორ უზბეკურ სახელმწიფოდ: შაიბანიდების სახელმწიფოდ და ხივის სახელმწიფოდ. შაიბანიდების სახელმწიფო დაიყო საუფლისწულო მამულებად. მათგან ყველაზე დიდი იყო ბუხარა, სამარყანდი, ტაშკენტი, ბალხი და სხვა. სახელმწიფოს მეთაური ხანის ტიტულს ატარებდა. მრავალრიცხოვანმა ლაშქრობებმა, მეზობლებზე თავდასხმებმა და გაუთავებელმა შინაომებმა მნიშვნელოვნად გააჩანაგა მეურნეობა. შაიბანიდების სახელმწიფოს არსებობის პერიოდში დამკვიდრდა მავერანაჰრისა და ხორასნის თურქულენოვანი მოსახლეობის ეთნონიმი „უზბეკები“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]