აბასთუმნის საცხოვრებელი სახლი (ზ. ფალიაშვილის 5)
აბასთუმნის საცხოვრებელი სახლი — არქიტექტურული ძეგლი ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანში.
საცხოვრებელი ფუნქციის მატარებელი ობიექტი ქვით არის ნაშენი და ორქანობა გადახურვით დაბურული. მართკუთხა შენობა ქუჩაზე ვიწრო ფასადით გამოდის და წახნაგოვანი შვერილი მოცულობით არის აქცენტრირებული, რომლის პირველ სართული ამოშენებულია, მეორეზე არსებული ხის, ღია აივანი სახეცვლილია: აივანი შემინულია, მოაჯირი კი ამოშენებული, თუმცა შემორჩენილია დეკორირებული ხის სვეტები. მთავარი ფასადი ხის დეკორატიულ ფრონტონით სრულდება, მაგრამ ამჟამად მას ლითონის ფირფიტა ფარავს. აღსანიშნავია მთავარი და აღმოსავლეთის ფასადების კუთხეზე არსებული ორიარუსიანი ხის აივანი. აივნის პირველი იარუსი შეფიცრულია და საკმაოდ სახეცვლილია, მეტად აქვს შენარჩუნებული ავთენტურობა მეორე იარუსს, რომელიც მართალია ასევე შეფიცრულია, მაგრამ აქ შემორჩენილია ჭვირული მოაჯირი, თხელი, ნაჭდევებიანი სვეტები, ულამაზესი, ჭვირულ დეკორიანი სამკუთხა თაღები და დეკორატიული კრონშტეინები. ეს უხვად გაფორმებული, მაღალი ოსტატობით შესრულებული, ასიმეტრიულად განთავსებული მოცულობა ძირითადი დეკორატიული ელემენტია არა მხოლოდ ამ, შელესილი და მარტივი ფასადისა, არამედ მთელი შენობისა, რაც მთავარ ფასადზე არსებული წახნაგოვანი აივნის სახეცვლითაც არის გამოწვეული.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 6296