აბასთუმნის საიდუმლო გვირაბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აბასთუმნის საიდუმლო გვირაბი — არქეოლოგიური ძეგლი სამცხე-ჯავახეთში, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ აბასთუმნის ტერიტორიაზე.

გვირაბი წარმოადგენს საიდუმლო ჩასასვლელს თამარის ციხის სამხრეთით 250 მეტრში არსებული ციხიდან მდინარე ოცხეს ხეობაში. გვირაბის საერთო სიგრძე დაახლოებით 170-175 მეტრია. უმეტესი მათგანი დღემდე შემორჩენილია, ზოგიერთ ადგილებში გვირაბის გარკვეული ნაწილი ჩანგრეულია. გვირაბი თაღოვანია და მთის რელიეფს მიუყვება ტყეში ციხიდან მდინარემდე. იგი ადგილობრივი კლდის ფლეთილი ქვითაა ამოყვანილი კირის დუღაბზე. გვირაბის სიმაღლის გარკვევა რთულია, რადგან მიწითაა ამოვსებული იატაკის დონე, თუმცა ზოგ ადგილას დაახლოებით 2 მეტრსაც აღწევს. რაც შეეხება სიგანეს კედლების შიდა მხრიდან დაახლოებით 1,9 მეტრია, ხოლო კედლების გარე მხარე 3,40 მეტრია. გვირაბი მდინარესთან მხოლოდ მცირე ფასადით გამოდის. აქედან დაახლოებით 50 მეტრში გვირაბი, როგორც ჩანს, ადრევე ამოუშენებიათ და ჩაუხერგავთ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 20158