ჰაბკვირის ქედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან აბაკურა)
ჰაბკვირის ქედი
ჰაბკვირის ქედის ხედი სოფელ დოლიდან
ჰაბკვირის ქედის ხედი სოფელ დოლიდან
კოორდინატები: 43°00′24″ ჩ. გ. 42°27′49″ ა. გ. / 43.006917° ჩ. გ. 42.463694° ა. გ. / 43.006917; 42.463694
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული მესტიის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 3521 
ამგებელი ქანები თიხაფიქალი და კვარციტი
ჰაბკვირის ქედი — საქართველო
ჰაბკვირის ქედი
ჰაბკვირის ქედი — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ჰაბკვირის ქედი
სურათები ვიკისაწყობში

ჰაბკვირის ქედი[1][2], აბაკურა[3][4], აბაკურის ქედი, ბაკილდის ქედიქედი საქართველოში, მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის ქედის ჩრდილო-დასავლეთი განშტოება. მდებარეობს მდინარე ენგურის აუზში, მდინარეების ენგურისა და მისი მარცხენა შენაკადის ხუმფრერის (ზემო დინებაში ლაჰილის) აუზების წყალგამყოფი. გამოეყოფა სვანეთის ქედს მწვერვალ ლაჰილის ახლოს. აქვს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულება. თხემზე განლაგებულია: მწვერვალი ჰაბკვირი (აბაკურა) (2605 მ), უღელტეხილი ბაკხი (2723 მ), მწვერვალი ბაკხი (3106 მ). აგებულია ზედაპალეოზოურ-ტრიასული თიხაფიქლებითა და კვარციტებით. კალთები ციცაბოა, დასერილია მდინარე ენგურის შენაკადებით. ქვემო და შუა კალთებზე მუქწიწვიანი ტყეებია, ზემო კალთებზე და თხემზე — სუბალპური და ალპური მდელოები, მცირე ნაწილზე — ნივალურ-გლაციალური ლანდშაფტი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]