შინაარსზე გადასვლა

აბაკანის სტეპი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბაკანი.

აბაკანის სტეპი — ქვაბული რუსეთში, კრასნოიარსკის მხარეში. წარმოადგენს მინუსინსკის ქვაბულის დასავლეთ ნაწილს. განფენილია მდინარე ენისეის მარცხენა ნაპირზე. რელიეფი ვაკეა, დასავლეთით ბორცვიანი. სიმაღლე ზღვის დონიდან 200–500 მ. წაბლა და შავმიწა ნიადაგზე ჭარბობს ვაციწვერიან-წივანიანი ველები. ბევრია პატარა ტბა.