1984 წელს დაამთავრა თბილისის პირველი საშუალო სკოლა. 1986 წელს გაწვეულ იქნა სამხედრო სავალდებულო სამსახურში. 1991 წელს წარჩინებით დაამთავრა შრომის წითელი დროშის ორდენოსანი საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი ნიადაგმცოდნეობის ფაკულტეტი. 1991-1995 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ნიადაგმცოდნეობის კათედრაზე ლაბორანტად.
1996 წლის ივნისიდან 1999 წლის დეკემბრამდე იყო მოქალაქეთა კავშირის გენერალური მდივანი. 1999 წლის დეკემბერში დანიშნეს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრად. ამ თანამდებობიდან გადადგა 2001 წლის აგვისტოში. 2001–2002 წლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი.