დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ინჟინერ-ეკონომისტის კვალიფიკაციით. 1987–1989 წლებში მუშაობდა თბილისის თბოგაერთიანებაში ზეინკლად. 1992–1996 წლებში იყო ფირმა „ალიდა“. 1996–1998 წლებში — ქართულ-იტალიური ბანკი „ინდუსტრიაბანკი“, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 1998–2000 წლებში იყო ქართულ-იტალიური შპს „საქართველო“, კომერციული დირექტორი. 2000–2005 წლებში — შპს „ფალავანი“, კონსულტანტი. 2005–2012 წლებში „დია ალავერდი“ დირექტორი; 2006–2007 წლებში იყო „დია გრუპი“, დირექტორი. 2012–2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (თელავის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“. 2016–2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (ახმეტის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.