ნანა ყეინიშვილი
ნანა ყეინიშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 19 ოქტომბერი, 1962 |
დაბადების ადგილი | ახმეტა, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
ნანა ყეინიშვილი (დ. 19 ოქტომბერი, 1962, ახმეტა) — ქართველი პოლიტიკოსი, სოფლის მეურნეობის მუშაკი. საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი.
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დაიბადა 1962 წლის 19 ოქტომბერს ახმეტაში. 1986 წელს დაამთავრა შრომის წითელი დროშის ორდენოსანი საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი, მეხილეობის, მებოსტნეობისა და მევენახეობეობის სპეციალობით. 1987-1990 წლებში სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სამოქალაქო თავდაცვის კათედრის ლაბორანტი. 1987-1988 წლებში საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ასპირანტი. 1993-2001 წლებში შპს „მურომეცის“ დირექტორი. 2001-2012 წლებში საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი.
2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“.
2023 წლის 11 სექტემბერს ყეინიშვილი საქართველოს არლამენტმა ხმათა უმრავლესობით, 84 ხმით, ეროვნული ბანკის საბჭოში არსებულ ვაკანტურ ადგილზე წევრად აირჩია. [1]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ნანა ყეინიშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
- ნანა ყეინიშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი