ერემია ბერიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ერემია ბერიშვილი
დაბადების თარიღი 10 მარტი, 1977 (1977-03-10) (47 წლის)
დაბადების ადგილი ასპინძა, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი

ერემია ბერიშვილი (დ. 10 მარტი, 1977, ასპინძა) — ქართველი ინჟინერი, პოლიტიკოსი.

2003 წელს დაამთავრა თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტი. 1999 წელს თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი „აჭარას“ ფეხბურთის გუნდის მწვრთნელი. 2002 წელს რექტორის თანაშემწე კულტურისა და სპორტის ხაზით. 2003 წელს პრორექტორი (კულტურა, სპორტი, ტურიზმი); 2004 წელს თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე. 2005-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ნაციონალური მოძრაობა — დემოკრატები“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]