მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გოჩა თევდორაძე (დ. 21 ივნისი, 1963, ქუთაისი) — ქართველი თანამდებობის პირი, იურისტი, პედაგოგი, პოლიტიკოსი.
1985 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მატემატიკის ფაკულტეტი და ქუთაისის მრავალპროფილიანი ინსტიტუტი. 2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ნაციონალური მოძრაობა — დემოკრატები“. 2008-2012 წლებში — საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“.
2020 წლის 11 დეკემბრიდან 2021 წლის 4 იანვრამდე იყო საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“.[1] სადეპუტატო უფლებამოსილება პარლამენტმა ირმა ინაშვილთან და გიორგი ლომიასთან ერთად საკუთარი განცხადების საფუძველზე (გაყალბებული არჩევნების მოტივით) შეუჩერა.[2]