თამარინდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თამარინდი

თამარინდი (ლათ. Tamarindus indica) — ტანმაღალი (30-40 მ), გაშლილვარჯიანი ხე პარკოსანთა ოჯახისა (ცეზალპინიისებრთა ქვეოჯახი). აქვს ფრთისებრ დაყოფილი ფოთლები და მტევნებად შეკრებილი მოყვითალო ყვავილები.

ნაყოფი 20 სმ-მდე სიგრძის პარკია, სამშობლოდ მიიჩნევენ ტროპიკულ აზიას, ვარაუდობენ ტროპიკულ აფრიკასაც. კულტივირებულია ტროპიკებში, უმთავრესად ინდოეთში. მის მომჟავო წვნიან ნაყოფს იყენებენ მედიცინასა და საკონდიტრო წარმოებაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]