თამარინდი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
თამარინდი (Tamarindus indica), ტანმაღალი (30-40 მ), გაშლილვარჯიანი ხე პარკოსანთა ოჯახისა (ცეზალპინიასებრთა ქვეოჯახი). აქვს ფრთისებრ დაყოფილი ფოთლები და მტევნებად შეკრებილი მოყვითალო ყვავილები. ნაყოფი 20 სმ-მდე სიგრძის პარკია, სამშობლოდ მიიჩნევენ ტროპიკულ აზიას, ვარაუდობენ ტროპიკულ აფრიკასაც. კულტივირებულია ტროპიკებში, უმთავრესად ინდოეთში. მის მომჟავო წვნიან ნაყოფს იყენებენ მედიცინასა და საკონდიტრო წარმოებაში.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქსე, ტ. 4, გვ. 580, თბ., 1979
სტატიის