ვიტილიგო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არასეგმენტური ვიტილიგო ხელებზე

ვიტილიგოკანის დაავადება, დერმატოზი, რომელიც გამოწვეულია კანის პიგმენტაციის პროცესის დარღვევით. კანზე წარმოიქმნება დეპიგმენტური ლაქები.

ეტიოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაავადების გამომწვევად ითვლება კანის ცალკეული უბნების მიერ პიგმენტის გამომუშავების უნარის დაკარგვა მელანოციტებში ფერმენტ თიროზინაზის არარსებობის გამო, რომელიც ახდენს პიგმენტის წარმოქმის კატალიზებას. დაავადების განვითარებაში გარკვეულს როლს ასრულებს გენეტიკური და ნეიროენდოკრინული ფაქტორები:

სიმპტომები და მიმდინარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაავადების მიმდინარეობისას კანის სხვადასხვა უბანზე თანდათანობით ჩნდება დეპიგმენტირებული ლაქები, რომლებიც მიდრეკილნი არიან ზრდისა და შერწყმისაკენ. დაზიანებულ ადგილებზე თმები ასევე მოკლებულნი არიან პიგმენტს. დეპიგმენტირებულ უბნებს ახასიათებს მომატებული მგრძნობელობა მზისა და ხელოვნური ულტრაიისფერი სხივებისადმი. დაავადება შეიძლება გამოვლინდეს ნებისმიერ ასაკში. ვიტილიგო არ არის გადამდები დაავადება.

მკურნალობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიტილიგოს სამკურნალოდ გამოიყენება ფოტომასენსიბილიზებელი პრეპარატები შერწყმული:

  • ულტრაიისფერ დასხივებასთან;
  • ვიტამინებთან;
  • კორტიკოსტეროიდული მაზის აპლიკაციებთან;
  • გამოვლენილი ნეიროენდოკრინული დარღვევების კორექციასთან.

დაავადების მკურნალობა ნაკლებეფექტურია. პროგნოზი განკურნების თვალსაზრისით არაკეთილსაიმედოა. მზის დამწვრობის პროფილაქტიკის მიზნით საჭიროა ხანგრძლივი ინსოლაციის თავიდან აცილება.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Torello M. Lotti; Vitiligo:Problems and Solutions - Marcel Dekker, May 27, 2004
  • Mauro Picardo, Alain Taïeb; Vitiligo -Springer, Nov 1, 2009