Winston

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მალბოროს საფერფლე და ვინსტონის კოლოფი

Winston (ქართ. ვინსტონი) — სიგარეტი, რომელსაც აწარმოებს კომპანია R. J. Reynolds Tobacco Company[1] ან მისი ახალი შვილობილი RJR Nabisco და მასთან არსებული სხვა კომპანიები.

ბრენდი 1954 წელს შეიქმნა და სულ მალე გახდა საუკეთესოდ გაყიდვადი სიგარეტი აშშ–ში. 1966–დან 1972 წლამდე მას ბაზარზე პირველი ადგილი ეკავა, რაც უპირველესად მარკეტინგულად წარმატებული სლოგანის — „ვინსტონს იმაზე კარგი გემო აქვს, ვიდრე სიგარეტს შეუძლია ჰქონდეს“ — დამსახურება იყო.[2]

2005 წლის ეროვნული ანგარიშის მიხედვით, ვინსტონს საბაზრო ღირებულების თვალსაზრისით მეექვსე ადგილი ეკავა სიგარეტ კულთან ერთად.[3] ვინსტონი ასევე ცნობილია თავის ბოლოდროინდელი პრეტენზიით — „დანამატების გარეშე“, თუმცა იქვეა მეორე გამაფრთხილებელი წარწერა, რომ „დანამატების არარსებობა არ ნიშნავს უსაფრთხო სიგარეტს“.[4]

R.J. Reynolds ასპონსორებდა პოპულარულ სატელევიზიო ანიმაციურ ფილმ ფლინტსტოუნების პირველ ორ სეზონს (1960-1961). მთავარი პერსონაჟენი — ფრედ ფლინტსტოუნი და ბარნი რაბლი სარეკლამო ჭრებში ასევე ჩნდებოდნენ და საუბრობდნენ ვინსტონის მოწევაზე. მესამე სეზონში, ფლინტსტოუნები უფრო ბავშვებზე ორიენტირებული გახდა და შედეგად, R. J. Reynolds–ის სპონსორობა Welch's–ის წვენებმა ჩაანაცვლა.

1980–იან წლებში, ვინსტონი ყველაზე პოპულარული ბრენდი გახდა პუერტო-რიკოში, რისი მიზეზიც ალბათ მათი მარკეტინგი იყო: "Winston y Puerto Rico: No hay nada mejor" (ვინსტონი და პუერტო-რიკო: არაფერია სხვა უკეთესი), ასევე კულტურული ურთიერთობა "salsa sensual"–თან და "salsa erotica"–ს მოძრაობასთან.

1971-2001 წლებში ვინსტონი აფინანსებდა NHRA დოღს.

1972-2003 წლებში ვინსტონი ავტოშეჯიბრ NASCAR–ს გენერალური სპონსორი იყო, დაწესებული იყო ვინსტონის თასი, მაგრამ კომპანია სპორტს საბოლოოდ ჩამშორდა Master Settlement Agreement–ის ხელშეკრულების გამო.

მას შემდეგ, რაც 2008 წელს ვინსტონმა შეფუთვის სტილი შეიცვალა, კოლოფიდან მოიხსნა წარწერა „დანამატების გარეშე“. 2010 წელს, თამბაქოს პროდუქტების რეგულაციების მოთხოვნის შესაბამისად, ბრენდის აღწერა Winston Lights–ისა და Ultra Lights–თვის კოდირებული ფერის აღწერით.

ამერიკული სახესხვაობები[რედაქტირება]

  • Red (Full Flavor) - Kings, 100's
  • Gold (Lights) - Kings, 100's
  • White (Ultra Lights) - Kings, 100's
  • S2 (discontinued)

საერთაშორისო სახესხვაობები[რედაქტირება]

  • Red (Full Flavor) - Kings, 100's
  • Blue (Lights) - Kings, 100's
  • Green (Menthol Lights) - Kings, 100's

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Winston&oldid=2411473“-დან