ფლინტსტოუნები
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ფლინტსტოუნები | |
| The Flintstones | |
კადრი სერიალიდან - ფრედი ზის თავის ავტომანქანაში და შინისაკენ მიიჩქარის |
|
| ფორმატი | ანიმაციური სერიალი |
| ავტორი | უილიამ ჰანა, ჯოზეფ ბარბერა, სემ ელისონი |
| პროდიუსერი | Hanna–Barbera Screen Gems |
| როლებში | ალან რიდი ჟან ვანდერ პილი მელ ბლანკი |
| ქვეყანა | აშშ |
| ტელეარხი | ABC |
| ეკრანებზე | 30 სექტემბერი 1960 — 1 აპრილი 1966 |
| ქრონომ. | 30 წთ. |
| IMDb | ID 0053502 |
ფლინტსტოუნები - ამერიკული ანიმაციური ტელესერიალი, რომელიც გადიოდა ტელეარხის ABC ეთერში 1960 წლის 30 სექტემბრიდან 1966 წლის 1 აპრილამდე. სერიალში მოთხრობილია მუშათა კლასის ქვის ხანის ადამიანებსა და მათ ოჯახებზე, ძირითადად - ფრედ ფლინსტოუნსა და ბარნი რაბლზე. სერიალი შემდგომში არაერთი სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ეკრანიზაციის სახით იქნა გამოშვებული. დიდი პოპულარობა მოიპოვა 1994 წლის მხატვრულმა ფილმმაც.