WikiLeaks

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვიკილიქსის ლოგო

ვიკილიქსი — საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც აქვეყნებს ანონიმური წყაროებიდან მოპოვებულ, ჩვეულებრივ ხელმიუწვდომელ დოკუმენტებს. მისმა ვებ-გვერდმა ფუნქციონირება დაიწყო 2006 წელს და ეკუთვნის The Sunshine Press-ს. ამოქმედებიდან ერთ წელიწადში გვერდის მონაცემთა ბაზა შეიცავდა 1.2 მილიონ დოკუმენტს.

თავად ორგანიზაციის განცხადებით, ის დააარსეს ჩინელმა დისიდენტებმა, ასევე ჟურნალისტებმა, მათემატიკოსებმა და პროგრამისტებმა აშშ-დან, ტაივანიდან, ევროპიდან, ავსტრალიიდან, სამხრეთი აფრიკიდან. გაზეთ The New Yorker-ის 2010 წლის 7 ივნისის ცნობით, ორგანიზაციის დირექტორი არის ავსტრალიელი მათემატიკოსი, პროგრამისტი და ინტერნეტ-აქტივისტი – ჯულიან ასანჟი.

ვიკილიქსს 2008 წელს მიღებული აქვს Economist magazine-ის ჯილდო, რომელიც გადაეცემა ახალ მედია-საშუალებებს; ასევე უფლებადამცველი ორგანიზაციის Amnesty International-ის ჯილდო პუბლიკაციისთვის: „კენიაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ“, 2009 წელს; 2010 წელს კი გაზეთმა New York Daily-მ ვიკილიქსი დაასახელა იმ ვებ-გვერდებს შორის, რომლებმაც, შესაძლოა, სრულიად შეცვალონ ახალი ამბები.

2010 წლის აპრილში ვიკილიქსმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც ასახავდა 2007 წელს მომხდარ ინციდენტს, სადაც აშშ-ს სამხედროები ხოცავენ მშვიდობიან ერაყელებს. ამავე წლის ივლისში გამოაქვეყნა „ავღანეთის ომის დღიური“, რომელიც წარმოადგენდა 76,900 დოკუმენტის კომპილაციას ომის შესახებ. ეს დოკუმენტები მანამდე ხელმიუწვდომელი იყო. ოქტომბერში, მსხვილ მედია-ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შედეგად, გამოქვეყნდა 400 000 დოკუმენტი, სახელწოდებით „ერაყის ომის ჩანაწერები“.

თავდაპირველად ვიკილიქსი დაგეგმილი იყო მომხმარებელთა მიერ რედაქტირებად ვებ-გვერდად, მაგრამ ჩამოყალიბდა ტრადიციული ფორმით. მას არ აქვს მომხმარებელთა კომენტარების ფუნქცია. სახელწოდების მსგავსების მიუხედავად მას არაფერი აქვს საერთო ვიკიპედიასთან. ორივე რესურსის სახელწოდება დაკავშირებულია ჰავაურ ენასთან, რომელზედაც wiki ნიშნავს „სწრაფს“, Leaks-ი კი ინგლისურად ნიშნავს „გაჟონვას“ – ანუ wikiLeaks-ი ნიშნავს „სწრაფად გამოჟონილ [ინფორმაციას]“. ორგანიზაციის სლოგანია „ჩვენ გავხსნით მთავრობებს“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=WikiLeaks&oldid=2392923“-დან