It's So Easy

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„It's So Easy“

12" სინგლის ყდა
სინგლიGuns N' Roses
ალბომიდან Appetite for Destruction
B-მხარე "Mr. Brownstone"
გამოსვლის თარიღი 15 ივნისი, 1987
ჩაიწერა 1987
ჟანრი მძიმე მეტალი, გლემ როკი
ხანგრძლივობა 3:24
ხმისჩამწერი ლეიბლი Geffen
ავტორ(ებ)ი დაფ მაკ-კეგენი, უესტ ერკინი
პროდიუსერი მაიკლ კლინკი
Guns N' Roses — სინგლების ქრონოლოგია
It's So Easy
(1987)
„Welcome to the Jungle“
(1987)

It's So Easyდაფ მაკ-კეგენისა და უესტ ერკინის მიერ დაწერილი სიმღერა, რომელიც შეტანილია ჯგუფ Guns N' Roses-ის 1987 წლის სტუდიურ ალბომში Appetite for Destruction. იგი გამოვიდა დიდ ბრიტანეთში ჯგუფის პირველი სინგლის სახით, 1987 წლის 15 ივნისს. გაერთიანებული სამეფოს სინგლების ჩარტში მან #84 ადგილი დაიკავა.[1] 12" სინგლში შეტანილი სიმღერები "Shadow of Your Love" და "Move to the City" დაიწერა ჯგუფის წევრების მიერ Hollywood Rose-ის პერიოდში. მოგვიანებით ისინი შეტანილი იქნა EP დისკზე Live from the Jungle.

შექმნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟურნალში Hit Parader 1988 წლის მარტში გამოქვეყნებული ინტერვიუს თანახმად, "It's So Easy"-ში ასახულია ის პერიოდი, როდესაც ჯგუფის წევრები ჯერ კიდევ ფეხს იდგამდნენ და ფინანსურადად უჭირდათ. მიუხედავად იმისა, ისინი ერთობოდნენ გოგონებთან და "ყველაფერი მეტად ადვილად მიმდინარეობდა. არსებობს სიცარიელე, ეს მეტად ადვილია".[2]

ედი ტრანკთან 2006 წლის ინტერვიუში ექსლ როუზი ამტკიცებს, რომ დაფმა და უესტმა თავდაპირველად დაწერეს აკუსტიკური "Hippie Ya-Ya", ხოლო სლეშს აზრად მოუვიდა მისი როკ-კომპოზიციად გადაკეთება.[3]

მუსიკალური ვიდეო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმღერის ოფიციალური (და პირველი ჯგუფის შემოქმედებაში) მუსიკალური ვიდეო შეიცავს ცოცხალი გამოსვლის კადრებს. მოგვიანებით გამოვიდა კიდევ ერთი პრომო-ვიდეო, რომელიც ოდნავ შეცვლილი იყო - თუმცა საკონცერტო ჩანაწერი მასში კვლავ იქნა შენარჩუნებული. ამის გარდა, მეორე ვერსიაში ნაჩვენებია გოგონები ბიკინიში და სხვა კადრები. ეს ვიდეო არ იქნა შეტანილია DVD-ში Welcome to the Videos, ამიტომ საკმაოდ იშვიათია და მხოლოდ ინტერნეტ-ქსელში მოიძიება. გამოსვლის პერიოდში იგი არც თუ პოპულარული იყო, აშშ-ში სინგლი არ გამოცემულა, ამიტომ არც MTV-მ გამოხატა მისდამი დაინტერესება.

საკონცერტო ვერსიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

"It's So Easy" ხშირად სრულდება ჯგუფის კონცერტებზე, განსაკუთრებით 1986 წლიდან.[4] ჯგუფი მას როგორც წესი, საკონცერტო სიის პირველ ნაწილში ასრულებს. ტურის Use Your Illusion მსვლელობისას იგი, როგორც წესი, სიაში პირველ სიმღერებს შორის იყო. ტურის Chinese Democracy პერიოდში მას ძირითადად, მეორე ან მესამე ნომრად ასრულებდნენ, "Welcome to the Jungle"-ის შემდეგ.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველა სიმღერის ავტორები - Guns N' Roses; "It's So Easy"-ს თანაავტორი - უესტ ერკინი.

7" (GEF 22)
#სახელწოდებაავტორ(ებ)იხანგრძლივობა
1.„It's So Easy“დაფ მაკ-კეგენი, უესტ ერკინი3:24
2.„Mr. Brownstone“იზი სტრედლინი, სლეში3:47
საერთო ხანგრძლივობა:7:11
12" (GEF 22T); 12" სურათიანი დისკი(GEF 22TP)
#სახელწოდებაავტორ(ებ)იხანგრძლივობა
1.„It's So Easy“მაკ-კეგენი, ერკინი3:24
2.„Mr. Brownstone“სტრედლინი, სლეში3:47
3.„Shadow of Your Love“ (ცოცხალი)როუზი3:03
4.„Move to the City“ (ცოცხალი)სტრედლინი, დელ ჯეიმზი, კრის უებერი3:41
საერთო ხანგრძლივობა:13:55

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქავერ ვერსიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯგუფის ყოფილი წევრები სლეში და მაკ-კეგენი ამ კომპოზიციას ასრულებენ იმ ჯგუფებთან, რომლებთანაც გარკვეულ პერიოდში თანამშრომლობენ.
  • უელსურ ალტერნატიულ ჯგუფს Manic Street Preachers სინგლზე 'You Love Us' და 2003 წლის კრებულზე Lipstick Traces (A Secret History of Manic Street Preachers) წარმოდგენილი აქვს It's So Easy-ს საკუთარი ვერსია. მას ასევე დაუკრავს ეს ნომერი საკუთარ კონცერტებზეც.
  • ამერიკულ მეტალკორ ჯგუფს Unearth სიმღერის ქავერ ვერსია შეტანილი აქვს 2006 წლის კრებულში Bring You to Your Knees: A Tribute to Guns N' Roses.
  • ამერიკულ ნიუ მეტალ ჯგუფს 40 Below Summer სიმღერის ქავერ ვერსია შეტანილი აქვს 2006 წლის კრებულში The Last Dance.
  • ამერიკულ მძიმე როკ ჯგუფს Operator სიმღერის ქავერ ვერსია (ინტერნეტ-ქსელისათვის) გამოცემული აქვს 2008 წლის ივნისში. მას ხშირად ასრულებენ ცოცხლადაც.
  • ამერიკულ მეტალკორ ჯგუფს Dry Kill Logic სიმღერის ქავერ ვერსია შეტანილი აქვს 2006 წლის EP დისკზე The Magellan Complex.
  • ამერიკულ მძიმე მეტალ ჯგუფს Avenged Sevenfold 2009 წლის 16 აპრილს ლოს ანჯელესში შესრულებული აქვს სიმღერის ქავერ-ვერსია სლეშთან ერთად.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Guns N' Roses. Chart Stats. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-12-05. ციტირების თარიღი: 2008-12-17.
  2. "It's So Easy". Here Today... Gone To Hell!. ციტირების თარიღი: 2008-12-17.
  3. "AXL ROSE 2006 INTERVIEW w/ Eddie Trunk". Youtube.com. ციტირების თარიღი: 2009-04-04.
  4. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-03-15. ციტირების თარიღი: 2011-02-22.