Stairway to Heaven

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Stairway to Heaven
Stairway to Heaven ყდა
სიმღერა , შემსრულებელი ლედ ზეპელინი
ალბომი Led Zeppelin IV
გამოსვლის თარიღი 8 ნოემბერი 1971
ჩაიწერა დეკემბერი 1970 – მარტი 1971
ჟანრი მძიმე როკი[1]
ენა ინგლისური
ხანგრძლივობა 8:02
ხმისჩამწერი ლეიბლი Atlantic
ავტორი ჯიმი პეიჯი
რობერტ პლანტი
პროდიუსერი ჯიმი პეიჯი
Led Zeppelin IVსიმღერების სია
„The Battle of Evermore“
(3)
Stairway to Heaven
(4)
„Misty Mountain Hop“
(5)
აუდიო ნაწყვეტი
ინფორმაცია ფაილზე

"Stairway to Heaven" (ინგლ. კიბე ზეცისაკენ) — ინგლისურ როკ-ჯგუფ ლედ ზეპელინის სიმღერა. იგი დაწერილია გიტარისტ ჯიმი პეიჯის და ვოკალისტ რობერტ პლანტის მიერ. სიმღერა შესულია ჯგუფის მეოთხე სტუდიურ ალბომში (Led Zeppelin IV).

ეს კომპოზიცია, რომელიც რვა წუთს გრძელდება, შედგება რამდენიმე ნაწილისგან. იგი იწყება აკუსტიკურ გიტარაზე ნელი დაკვრით, რომელიც ხალხური მუსიკის ელემენტებს შეიცავს. სიმღერის განვითარებასთან ერთად იგი მძიმე, უფრო მძიმე როკისათვის დამახასიათებელ ჟღერადობას იძენს, ინსტრუმენტული იმპროვიზაციის თანხლებით.

ბევრ მსმენელს დღემდე მიაჩნია, რომ სიმღერას უკუღმა დატრიალებისას და ასეთი სახით მისი მოსმენისას, მასში შესაძლოა სატანის შესახებ დაფარული გზავნილების აღმოჩენა. ამან თავის დროზე დიდი, მაგრამ უშედეგო სკანდალი ააგორა.

სიმღერამ VH1-ის 2000 წლის გამოკითხვაში ყველა დროის 100 უდიდესი როკ-სიმღერა #1 ადგილი დაიკავა. 1970-იან წლებში ეს იყო ყველაზე მოთხოვნადი სიმღერა ამერიკულ FM რადიოსადგურებში.

Taurus[რედაქტირება]

წლების მანძილზე ბევრი დარწმუნებული იყო, რომ "Stairway to Heaven" ჰგავს "Taurus"-ს, 1968 წლის ინსტრუმენტულ კომპოზიციას, რომელიც ჯგუფს Spirit ეკუთვნის.[1] ეჭვი კიდევ უფრო გამყარებული იყო იმის გამო, რომ ლედ ზეპელინი Spirit-ის კონცერტებს ერთ-ერთი პირველი ამერიკული ტურის დროს ხსნიდა - როდესაც "Taurus" უკვე დაწერილი იყო. Spirit-ის სადებიუტო ალბომის 1996 წლის გამოცემას ახლავს სიმღერების ავტორ რენდი კალიფორნიას ანოტაცია:

ხალხი მეკითხება, თუ რატომ ჰგავს "Stairway to Heaven" ასე "Taurus"-ს, რომელიც გამოვიდა მანამდე 2 წლით ადრე. მე ვიცი, რომ ლედ ზეპელინი საკუთარ კონცერტებზე Fresh Garbage-ს ასრულებდა. ისინი ჩვენამდე ჩრდილო ამერიკის ტურნეზე გამოდიოდნენ.[2][3][4]

ფორმატები და სიმღერების სიები[რედაქტირება]

1972 წლის 7" სინგლი (ფილიპინები: Atlantic 45-3747)

  • A. Stairway to Heaven [part 1] (პეიჯი, პლანტი) 4:01
  • B. Stairway to Heaven [part 2] (პეიჯი, პლანტი) 4:01

1972 წლის 7" პრომო (აშშ: Atlantic PR 175 [სურათიანი ყდა])

  • A. Stairway to Heaven [სტერეო] (პეიჯი, პლანტი) 8:02
  • B. Stairway to Heaven [მონო] (პეიჯი, პლანტი) 8:02

1972 წლის 7" პრომო (აშშ: Atlantic PR-269)

  • A. Stairway to Heaven [სტერეო] (პეიჯი, პლანტი) 7:55
  • B. Stairway to Heaven [მონო] (პეიჯი, პლანტი) 7:55

1972 წლის 7" პრომო (სამხრეთ აფრიკა: Atlantic Teal)

  • A. Stairway to Heaven (პეიჯი, პლანტი) 8:02
  • B. Going to California (პეიჯი, პლანტი) 3:31

1978 წლის 12" სინგლი (ბრაზილია: WEA 6WP.2003)

  • A. Stairway to Heaven [სტერეო] (პეიჯი, პლანტი) 8:02
  • B. Stairway to Heaven [მონო] (პეიჯი, პლანტი) 8:02

1990 წლის 7" პრომო (ბრიტანეთი: Atlantic LZ3)

  • A. Stairway to Heaven (პეიჯი, პლანტი) 8:02
  • B. Whole Lotta Love (ბონემი, ჯონსი, პეიჯი, პლანტი, დიქსონი)

1991 წლის საიუბილეო გამოცემა (აშშ: Atlantic PRCD 4424-2, იაპონია: Warner Pioneer PRCD 4424-2)

  • CD სინგლი, 7" სინგლი

პერსონალი[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Guitar World Magazine, April 1997: California's most enduring legacy may well be the fingerpicked acoustic theme of the song Taurus, which Jimmy Page lifted virtually note for note for the introduction to Stairway to Heaven.
  2. Sleeve notes, booklet included with CD EPC 485175
  3. The London Independent, 17 January 1997
  4. 1968 Setlist