Houses of the Holy
| Houses of the Holy | ||
| Houses of the Holy | ||
| გამოცემის თარიღი | 28 მარტი, 1973 | |
| ჩაწერის თარიღი | 1972 | |
| ჟანრი | მძიმე როკი ფოლკ როკი ჰევი მეტალი |
|
| ხანგრძლივობა | 40:58 | |
| ლეიბლი | Atlantic Records | |
| პროდიუსერი | ჯიმი პეიჯი | |
| ქრონოლოგია: ლედ ზეპელინი | ||
|---|---|---|
| Led Zeppelin IV (1971) |
Houses of the Holy (1973) |
Physical Graffiti (1975) |
| სინგლები ალბომიდან Houses of the Holy | ||
|
||
Houses of the Holy — ჯგუფ ლედ ზეპელინის მეხუთე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 1973 წლის 28 მარტს. ეს იყო ჯგუფის პირველი ალბომი, რომელსაც თავად ოთხეულის სახელი არ ეწოდა. მუსიკალურად კოლექტივი იცვლებოდა და აფართოვებდა ჟღერადობას.
მიუხედავად იმისა, რომ Houses of the Holy არაერთგვაროვნად შეაფასეს, კრიტიკოსებისათვის იგი ჯგუფის ერთ-ერთ საყვარელ დისკად იქცა.
სექციების სია |
ჩაწერა [რედაქტირება]
ალბომის დიდი ნაწილი ჩაიწერა 1972 წელს, ბერკშირის ტერიტორიაზე, როლინგ სტოუნზის პორტატულ სტუდიაში. სიმღერების დიდი ნაწილი უფრო ადრეც დაიწერა. მაგალითად, No Quarter-ის შექმნა ჰედლი გრეინჯის სტუდიაში დაიწყეს.
სიმღერების ნაწილი დემო ჩანაწერების სახით ჯიმი პეიჯისა და ჯონ პოლ ჯონსის მიერ დამუშავდა - მათ საკუთარ მინი-სტუდიებში, რომლებიც სახლის პირობებში მოაწყვეს. ამით მოხდა უკვე არსებული არანჟირებების გამდიდრება - მაგალითად, სიმღერებში The Rain Song, Over the Hills and Far Away (პეიჯი) და No Quarter (ჯონსი).
ჩაწერების მორიგი სესია შედგა სტუდიაში Olympic, 1972 წლის მაისში ჯგუფის 1972 წლის ამერიკული ტურის მსვლელობისას. დამატებითი სესიები შედგა ნიუ-იორკის ცნობილ სტუდიაში Electric Lady Studios.
ამავე პერიოდში ჩაიწერა სიმღერების ნაწილი, რომელიც არ მოხვდა Houses of the Holy-ში. ასეთებია Black Country Woman, Walter's Walk, The Rover და სასათაურო, Houses of the Holy. ეს სიმღერები მოგვიანებით მოხვდა ჯგუფის სხვა ალბომებში.
კომპოზიცია და თემები [რედაქტირება]
ალბომში შეიმჩნევა ლედ ზეპელინის სტილისტური თავისებურებებისგან მკვეთრი ცვლილებები. ჯიმი პეიჯის პროდიუსერობის მეთოდების დახმარებით, გიტარის სოლოები მრავალფენიანი გახდა და არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ ბლუზით. ალბომის პირველ კომპოზიციაში, The Song Remains the Same და პიესაში The Rain Song რობერტ პლანტის ტექსტი მისტიციზმისა და ფენტეზის ფორმისგან, რომელიც შეიმჩნეოდა წინა ალბომზე, ოდნავ შორს არის. D'yer Mak'er-ის (რეგი) მსგავს სიმღერებში მოხვდა მუსიკალური ჟანრები, რომლებიც არ გამოიყენებოდა წინა ალბომებზე. The Crunge ფანკის ჟანრის არის, ხოლო The Rain Song შეიცავს ჯონსის მიერ ახლადშეძენილი მელოტრონის ჟღერადობას. ალბომის ბოლოს ჟღერს The Ocean, რომელშიც ჟღერს ა კაპელა ვოკალური სექცია და დუ-უაპის გავლენით შექმნილი სოლო, ეძღვნება „მოყვარულთა ოკეანეს“, რომელიც ჯგუფის კონცერტებს მოაწყდა უკანასკნელ პერიოდში.
ალბომის ყდა [რედაქტირება]
ალბომის ყდა შეიქმნა არტურ კლარკის რომანის ბავშვობის დასასრული გავლენით (რომანის ბოლოს საუბარია მილიონობით შიშველ ბავშვზე, რომელიც მხოლოდ ნაწილობრივ არის ადამიანების რასიდან). დიზაინში გამოყენებული იქნა ჩრდ. ირლანდიაში გადაღებული რამდენიმე ფოტოსურათი, რომელთა ავტორია ობრი პაუელი (დიზაინერული ჯგუფი Hipgnosis). ეს ადგილი არჩეული იქნა, რადგან ასევე სურდათ პერუს ლანდშაფტის გამოყენება, მაგრამ ამ ჩანაფიქრიდან არაფერი გამოვიდა.
ყდაზე გამოტანილია ტყუპისცალი სტეფან და სამანთა გეიტსების სურათები. თავად ფოტოსესია 10 დღით გაიწელა. საბოლოოდ, ბავშვების სურათები გაამრავლეს და მიიღეს 11 სხვადასხვა ფიგურა.
ისევე, როგორც დისკთან Led Zeppelin IV დაკავშირებით, ამ ალბომზეც ჯგუფის სახელი არ იქნა გამოტანილი. მიუხედავად ამისა, მენეჯერმა პიტერ გრანტმა იზრუნა იმაზე, რათა გამოცემებში დაემატებინათ კონვერტი ალბომის სათაურით, რომელიც ნაწილობრივ ფარავდა ბავშვების შიშველ სხეულებს. მიუხედავად ამისა, დისკს ვეტო დაადეს სამხრეთ ამერიკის რამდენიმე რეგიონში.
ალბომის პირველ გამოცემას კომპაქტ დისკზე ახლავს სათაურიც, დაბეჭდილი მთავარ სურათზე.
1974 წელს ალბომი წარდგენილი იქნა გრემიზე, ალბომის საუკეთესო შეფუთვის კატეგორიაში. 2003 წელს ტელეარხმა VH1 ის დაასახელა #6 ადგილზე ყველა დროის 50 საუკეთესო ყდებში.
ჯიმი პეიჯმა დაადასტურა, რომ ეს დიზაინი სინამდვილეში იყო რიგით მეორე, იმ ვერსიებიდან, რომლებიც Hipgnosis-მა დარადგინა. პირველზე, რომელიც სტორმ თორგერსონს ეკუთვნოდა ტენისის კორტები იყო გამოსახული. შემდგომში თორგერსონმა ეს დიზაინი გამოიყენა ალბომებზე Presence და In Through the Out Door.
შეფასება [რედაქტირება]
| პროფესიონალური შეფასებები | |
|---|---|
| ქულები | |
| წყარო | რეიტინგი |
| Allmusic | |
| ბილბორდი | (სასურველი)[2] |
| Blender | |
| Entertainment Weekly | (A)[4] |
| რობერტ კრისტგოუ | (A-)[5] |
| როლინგ სტოუნი (1973) | (არასასურველი)[6] |
| როლინგ სტოუნი (2003) | |
| Yahoo! Music | (სასურველი)[8] |
| Sputnikmusic | |
ეს იყო ჯგუფის უკანასკნელი ალბომი ლეიბლზე Atlantic Records. შემდგომში, 1974 წელს, ჯგუფმა ჩამოაყალიბა საკუთარი ლეიბლი, Swan Song Records. Houses of the Holy ასევე არის ლედ ზეპელინის ერთადერთი ალბომი, რომელიც შეიცავს ყოველი სიმღერის ტექსტს ალბომის ყდაზე.
მიუხედავად იმისა, რომ ალბომის გამოცემა 1973 წლის იანვრისათვის იყო დაგეგმილი, ალბომის ყდის მომზადების ხანგრძლივი პროცესის გამო, ყველაფერი მარტამდე გადაიდო (ჯგუფი ამ დროს ევროპული ტურნეთი იყო დაკავებული. ალბომის რეკლამა საკმაოდ აქტიური იყო, იმ იმედით, რომ დისკი დიდ წარმატებას მიაღწევდა ამერიკულ ჩარტში. იმის გამო, რომ ალბომში შეტანილი სიმღერების უმეტესობა ჩაწერილი იქნა თითქმის ერთი წლით ადრე, ისინი უკვე სრულდებოდა 1972-1973 წლებში.
გამოცემისთანავე ალბომს არაერთგვაროვანი შეფასება ხვდა წილად.[10] კრიტიკის დიდი ნაწილი ეხებოდა სხვადასხვა კომპოზიციის უცნაურ სტილისტიკას, რაც არ ახასიათებდა ლედ ზეპელინის შემოქმედებას. თუმცა, კომერციულად იგი წარმატებული იყო და მოხვდა ბრიტანეთის ჩარტის #1 ადგილზე. ამერიკაში დისკი ჩარტში 39 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა და ეს ჯგუფისათვის ყველაზე დიდი მიღწევა იყო ალბომის Led Zeppelin III შემდეგ.
2003 წელს ჟურნალმა „როლინგ სტოუნმა“ Houses of the Holy-ს სიაში „ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომი“ მიანიჭა #149 პოზიცია.
ჯილდოები და ნომიმაციები [რედაქტირება]
| გამოცემა | ქვეყანა | ჯილდო | წელი | შეფასება |
|---|---|---|---|---|
| როკ-სიების წიგნი | აშშ | 40 საუკეთესო ალბომი (1973) | 1981 | 13 |
| გრემის ჯილდო | აშშ | გრემის ჯილდო საუკეთესო შეფუთვისათვის[11] | 1974 | ნომინირებული |
| Classic Rock | ბრიტანეთი | ყველა დროის 100 უდიდესი ბრიტანული ალბომი[12] | 2006 | 90 |
| როკ-ენ-როლის დიდების დარბაზი | აშშ | 200 რჩეული: ყველა დროის 200 საუკეთესო ალბომი[13] | 2007 | 51 |
| როლინგ სტოუნი | აშშ | ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომი [14] | 2003 | 149 |
| Pitchfork Media | აშშ | 1970-იანი წლების 100 ალბომი [15] | 2004 | 75 |
(*) აღნიშნავს დაუხარისხებელ სიას.
სიმღერების სია [რედაქტირება]
| მხარე 1 | |||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| # | სახელწოდება | სიმღერის ავტორ(ებ)ი | ხანგრძლივობა | ||||||
| 1. | The Song Remains the Same | პეიჯი, პლანტი | 5:32 | ||||||
| 2. | The Rain Song | პეიჯი, პლანტი | 7:39 | ||||||
| 3. | Over the Hills and Far Away | პეიჯი, პლანტი | 4:50 | ||||||
| 4. | The Crunge | ბონემი, პეიჯი, პლანტი, ჯონსი | 3:17 | ||||||
| მხარე 2 | |||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| # | სახელწოდება | სიმღერის ავტორ(ებ)ი | ხანგრძლივობა | ||||||
| 1. | Dancing Days | პეიჯი, პლანტი | 3:43 | ||||||
| 2. | D'yer Mak'er | ბონემი, პეიჯი, ბლანტი, ჯონსი | 4:23 | ||||||
| 3. | No Quarter | პეიჯი, პლანტი, ჯონსი | 7:00 | ||||||
| 4. | The Ocean | ბონემი, პეიჯი, პლანტი, ჯონსი | 4:31 | ||||||
ჩარტები [რედაქტირება]
- ალბომი
| ჩარტი (1973) | უმაღლესი პოზიცია |
|---|---|
| იაპონია[16] | 3 |
| ბრიტანეთი[17] | 1 |
| ნორვეგია[18] | 4 |
| აშშ (ბილბორდის 200 ალბომი) | 1 |
| აშშ 100 საუკეთესო ალბომი | 1 |
| აშშ (Record World) | 1 |
| ავსტრია[19] | 3 |
| კანადა[20] | 1 |
| ესპანური[21] | 9 |
| ავსტრალი (საუკეთესო 20-ეული)[22] | 1 |
| ავსტრალია (Kent Music Report) | 1 |
| გერმანიის ალბომების ჩარტი | 8 |
| საფრანგეთის ალბომების ჩარტი[23] | 3 |
- სინგლები
| წელი | სინგლი | ჩარტი | პოზიცია |
|---|---|---|---|
| 1973 | D'yer Mak'er | ბილბორდის ცხელი 100-ეული | 20 |
| 1973 | Over The Hills And Far Away | ბილბორდის ცხელი 100-ეული | 51 |
პერსონალი [რედაქტირება]
- ლედ ზეპელინი
- ჯონ ბონემი – დასარტყამი ინსტრუმენტები
- ჯონ პოლ ჯონსი – ორღანი, მელოტრონი, ბას გიტარა, ფორტეპიანო, სინთეზატორი, კლავისინი
- ჯიმი პეიჯი – აკუსტიკური გიტარა, ელექტრონული გიტარა, პედლის სტილ გიტარა, ტერემინი სიმღერაში No Quarter, პროდიუსერი
- რობერტ პლანტი – წამყვანი ვოკალი
- სხვა პერსონალი
- ბარი დაიემენტი – მასტერინგი (პირველი კომპაქტ დისკი)
- კით ჰერვუდი – ხმის მიქსი
- Hipgnosis – ალბომის ყდა, გაფორმება
- ენდი ჯონსი – ხმის ინჟინერი, ხმის მიქსი სიმღერაში No Quarter
- ედი კრამერი – ხმის ინჟინერი, ხმის მიქსი
- ბობ ლუდვიგი – მასტერინგი, ხმის ინჟინერი
- ობრი პაუელი – ფოტოგრაფია
- ჯორჯ მარინო – მასტერინგი (კომპაქტ დისკი, რემასტერინგის ვერსია)
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ინფორმაცია ჯგუფის ოფიციალურ გვერდზე
- სიმღერების ტექსტები
- ყდის მხატვრობა
- ობრი პაუელი ყდის შესახებ
- მიმოხილვა საიტზე Music-Nerds
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Allmusic Review
- ↑ Billboard Review
- ↑ Blender Review
- ↑ Entertainment Weekly Review
- ↑ Robert Christgau Review
- ↑ Rolling Stone Review
- ↑ Rolling Stone Review
- ↑ Yahoo! Music Review
- ↑ Sputnikmusic Review
- ↑ Michael Wale, "Led Zeppelin", The Times, 11 July 1973.
- ↑ Grammy Award for Best Album Package (Hipgnosis) - 2 March 1974. Grammy. წაკითხვის თარიღი: 10 February 2009.
- ↑ Classic Rock - 100 Greatest British Rock Album Ever - April 2006. Classic Rock. წაკითხვის თარიღი: 10 February 2009.
- ↑ The Definitive 200: Top 200 Albums of All-Time. Rock and Roll Hall of Fame (United States). წაკითხვის თარიღი: 10 February 2009.
- ↑ http://www.rollingstone.com/music/lists/500-greatest-albums-of-all-time-19691231
- ↑ http://pitchfork.com/features/staff-lists/5932-top-100-albums-of-the-1970s/3/
- ↑ Top 100 Albums - 10 April 1973. Oricon. წაკითხვის თარიღი: 19 January 2009.
- ↑ Top 100 Albums - 14 April 1973. chartstats.com. წაკითხვის თარიღი: 19 January 2009.
- ↑ Top 20 Albums - 29 April 1973. norwegiancharts.com. წაკითხვის თარიღი: 19 January 2009.
- ↑ Top 75 Albums - 15 May 1973. austriancharts.at. წაკითხვის თარიღი: 19 January 2009.
- ↑ RPM Albums Chart - 19 May 1973. RPM. წაკითხვის თარიღი: 19 January 2009.
- ↑ Top 100 Albums - 9 June 1973. PROMUSICAE. წაკითხვის თარიღი: 19 January 2009.
- ↑ Top 20 Albums - 30 June 1973. Go Set. წაკითხვის თარიღი: 19 January 2009.
- ↑ Top 100 Albums - 1973. infodisc.fr. წაკითხვის თარიღი: 19 January 2009.