შინაარსზე გადასვლა

Métamorphoses (ალბომი)

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Metamorphoses (ალბომი))
Métamorphoses
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი ევროპის დროშა 24 იანვარი 2000
აშშ-ის დროშა 25 მაისი 2004
ჩაიწერა 1999
ჟანრი ელექტრონული მუსიკა
ხანგრძლივობა 60:09
ლეიბლი Sony Music
Disques Dreyfus
პროდიუსერი ჟან-მიშელ ჟარი, იოახიმ გარო
ჟან-მიშელ ჟარი — ქრონოლოგია
Odyssey Through O2
(1998)
Métamorphoses
(2000)
Interior Music
(2001)
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
Allmusic4/5 stars [1]

Métamorphoses — ფრანგი ელექტრონული მუსიკოს ჟან-მიშელ ჟარის 2000 წლის სტუდიური ალბომი. იგი აღსანიშნავია იმით, რომ ამ დროისთვის ჟარის მუსიკამ შესამჩნევად იცვალა სახე, დაიწყო ტექნოსა და ჰაუსის აკუმულირება. აგრეთვე, ეს არის მუსიკოსის პირველი დისკი, რომელზეც უხვად გამოიყენება ვოკალური პარტიები.

ალბომზე მხოლოდ Rendez-Vous à Paris და Bells არის შედარებით ხანგრძლივი კომპოზიციები. კრიტიკოსებმა დისკს ცუდი შეფასება არ მისცეს, მაგრამ განსაკუთრებული წარმატება მას არ ჰქონია (მიუხედავად სინგლების C'est la Vie და Tout Est Bleu გამოცემისა).

ყველა სიმღერის ავტორი — ჟან-მიშელ ჟარი.

#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Je Me Souviens“4:25
2.„C'est La Vie“7:11
3.„Rendez-vous à Paris“4:19
4.„Hey Gagarin“6:20
5.„Millions of Stars“5:41
6.„Tout Est Bleu“6:01
7.„Love Love Love“4:26
8.„Bells“3:49
9.„Miss Moon“6:08
10.„Give Me a Sign“3:49
11.„Gloria, Lonely Boy“5:31
12.„Silhouette“2:29
საერთო ხანგრძლივობა:60:09

მუსიკოსები და ვოკალისტები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ჟან-მიშელ ჟარი – ვოკალი, ელექტრონული ვოკალი, კლავიშები, სინთეზატორი
  • იოაქიმ გარო - დასარტყამების პროგრამირება, ხმის დიზაინი, დამატებითი კლავიშები
  • ლორი ანდერსონი – ვოკალი (Je me souviens)
  • ნატაშა ატლასი – ვოკალი (C'est la vie)
  • შერონ კორი - ვოკალი (Rendez-vous à Paris)
  • ვერონიკ ბოსა - ვოკალი (Give Me a Sign და Millions of Stars)
  • დიდიდ დიუბუა - ვოკალი (Miss Moon)
  • ლიზა ჯეიკობსი - ვოკალი (Millions of Stars)
  • ოზლემ სეტინი - ვოკალი (Silhouette)
  • კრისტოფერ პაპენდიეკი - დამატებითი ბას კლავიატურა
  • ფრანსის რიმბერი - დამატებითი კლავიშები
  • ალბომი უნდა ჩაწერილიყო Kraftwerk-თან ერთად, მაგრამ ჟარისთვისაც და Kraftwerk-ისთვისაც სტუდიაში სამუშაოდ სხვადასხვა დრო იყო ხელსაყრელი, ამიტომაც იდეა მალევე გაქრა.
  • ალბომის 6 კომპოზიცია სარეკლამო დისკის სახით გამოიცა. მასზე Hey Gagarin უფრო ხანგრძლივია - 8 წთ 33 წმ.
  • ალბომისთვის დაიწერა სიმღერა Crazy Saturday. იგი მოგვიანებით შეიცვალა და ეწოდა Global Tekno. მას შემდეგ რაც იგი გამოყენებული იქნა ავინიონის ფესტივალზე, 2006 წელს სიმღერა მოხვდა iTunes-ის სერვისის მაღაზიაში და შეტანილი იქნა ალბომში Live Printemps de Bourges 2002. ამჯერად მას ეწოდა Body Language.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]