Mars Science Laboratory

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„კიურიოსიტი“

Mars Science Laboratory (შემოკლ. MSL, ქართ. მარსის სამეცნიერო ლაბორატორია) — ნასას მისია, რომლის შესრულების დროს მარსის ზედაპირზე დაეშვა და ექსპლუატაციაში შევიდა მესამე თაობის მარსმავალი, „კიურიოსიტი“(ინგლ. Curiosity, [ˌkjʊərɪˈɒsɪti] — ცნობისმოყვარეობა, ცოდნისმოყვარეობა). მარსმავალი წარმოადგენს ავტონომიურ ქიმიურ ლაბორატორიას, რომელიც თავის წინამორბედი „სფირითისგან“ და „ოფორთუნითისგან“ სიდიდით და გაზრილი მასით განსხვავდება. მისიის ფარგლებში, აპარატმა რამდენიმე თვეში 5-დან 20 კილომეტრამდე უნდა დაფაროს და ჩაატაროს მარსული ნიადაგისა და ატმოსფეროს კომპონენტების სრულფასოვანი კვლევა. კონტროლირებადი და ზუსტი დაშვებისთვის გამოყენებულ იქნა დამატებითი სარაკეტო ძრავები. ქიურიოსითის გაშვება მოხდა კანავერალის კონცხზე მდებარე აშშ-ს საჰაერო ძალების ბაზიდან, 2011 წლის 26 ნოემბერს, UTC 15:02:00.211, რბილი დაშვება კი განხორციელდა გეილის კრატერში 2012 წლის 6 აგვისტოს, UTC 05:17:57.3.

MSL — ნასას გრძელვადიანი პროექტი, Mars Exploration Program რობოტიზირებული ზონდებით მარსის შესასწავლად. ამერიკის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს გარდა, პროექტში მონაწილეობენ კალიფორნიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი და რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორია. პროექტს ხელმძღვანელობს დუგ მაკკისტიონი, ნასას თანამშრომელი, სხვა პლანეტების შემსწავლელი განყოფილებიდან. პროექტ MSL-ის სრული ღირებულებაა 2,5 მლრდ. ამერიკული დოლარი.

ნასას სპეციალისტების გადაწყვეტილებით მარსმავალი გეილის კრატერში გაიგზავნა, რადგან უზარმაზარ ღრმულში კარგად ჩანს მარსული გრუნტის სიღმული ფენები, რომლებიც წითელი პლანეტის გეოლოგიურ ისტორიას ფარდას ახდიან. სახელწოდება ქიურიოსითი მარსმავალს დაერქვა 2009 წელს. ამ სახელწოდებამ გაიმარჯვა ინტერნეტ გამოკითხვის მეშვეობით, მოსწავლეების მიერ წარდგენილ ვარიანტებს შორის.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2004 წლის აპრილში ნასამ გამოაცხადა კონკურსი ახალი მარსმავალისთვის სამეცნიერო მოწყობილობების მიწოდებაზე. იმავე წლის 14 დეკემბრისთვის შეირჩა 8 საუკეთესო წინადადება, ხოლო წლის ბოლოსთვის დაიწყო სისტემის შემადგენელი ნაწილების დაპროექტება და გამოცდა. მათ შორის იყო Aerojet-ის ერთკომპლექტიანი ძრავის შემუშავება, რომელიც წევას ავითარებს 15-დან – მაქსიმალურ 100%-მდე დაბერვის მუდმივი წნევის ქვეშ. მარსმავალის ყველა კომპონენტის შექმნა 2008 წლის ნოემბრისთვის დასრულდა, მაგრამ პროგრამული უზრუნველყოფის კომპონენტების გამოცდები ისევ გრძელდებოდა. მისის ბიუჯეტის გადახარჯვამ 400 მილიონი ამერიკული დოლარი შეაგინა. გამოსაცდელად საჭირო დროის სიმცირის გამო ნასამ MSL-ის გაშვება 2011 წლის ბოლოსთვის გადადო. 2009 წლის 23 მარტიდან 29 მარტამდე ნასას ოფიციალურ საიტზე მიმდინარეობდა გამოკთხვა მარსმავლის სახეწოდების შესარჩევად. საზოგადოებისთვის წარდგენილი იყო 9 სიტყვა. 2009 წლის 27 მაისს გამოქვეყნდა გამოკითხვის შედეგები, რომლის თანახმადაც გამოკითხვაში გაიმარჯვა კანზასელმა მე-6 კლასელმა გოგონამ, კლარა მამ, სიტყვა „ქიურიოსითით“. მარსმავალი „ქიურიოსითის“ სტარტი, რაკეტა „ატლას V-ით“, 2011 წლის 26 ნოემბერს, კანავერალის კონცხიდან შედგა. 2012 წლის 11 იანვარს ჩატარდა სპეციალური მანევრი, რომელსაც სპეციალისტები მარსმავლისთვის „ყველაზე მნიშვნელოვანს“ უწოდებენ. მანევრის შედეგად აპარატმა აიღო კურსი, რომელიც მას მარსის ზედაპირზე დესანტირებისთვის ოპტიმალურ წერტილამდე მიიყვანა. 2012 წლის 28 ივლისს ჩატარდა მე-4 ტრაექტორიის შესწორება. ოპერაციის დროს ძრავები მხოლოდ 6 წამით ჩაირთო და იმდენად წარმატებულად დასრულდა, რომ 3 აგვისტოზე ჩანიშნული მე-5 გეგმიური შესწორება აღარ დასჭირვებია. წარმატებული რბილი დაშვება განხორციელდა 2012 წლის 6 აგვისტოს UTC 05:17:57.3. დაშვების დადასტური, რადიოსიგნალის მეშვეობით, დედამიწაზე UTC 05:32-ზე მოაღწია.

ამოცანები და მისიის მიზანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

MSL-ს გააჩნია ოთხი მთავარი მიზანი:

  • დაადგინა, არსებობდა თუ არა ოდესმე სიცოცხლე მარსზე;
  • მარსის კლიმატის სამუძვლიანი კვლევა;
  • მარსის გეოლოგიური თვისებების საფუძვლიანი შესწავლა;
  • ადამიანის მარსზე დაშვებისთვის მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: