Marquee Moon

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Marquee Moon
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 8 თებერვალი, 1977 (1977-02-08)
ჩაიწერა სექტემბერი 1976
სტუდია A & R Recording, ნიუ-იორკი
ჟანრი პოსტ-პანკი
როკი
არტ-პანკი
ხანგრძლივობა 45:54
ლეიბლი Elektra
პროდიუსერი ენდი ჯოუნსი, ტომ ვერლენი
Television — ქრონოლოგია
Marquee Moon
(1977)
Adventure
(1978)
სინგლები ალბომიდან Marquee Moon
  1. „Marquee Moon“
    გამოცემის თარიღი: 1 აპრილი, 1977
  2. „Prove It“
    გამოცემის თარიღი: 22 ივლისი, 1977

Marquee Moon — ამერიკული როკ ჯგუფ Television-ის 1977 წლის სადებიუტო სტუდიური ალბომი. მანამდე ჯგუფი უკვე იქცევა ნიუ-იორკის სცენის აღსანიშნავ ფიგურად და მიიქცია რამდენიმე ლეიბლის ყურადღება. ალბომის ჩაწერას წინ უსწრებდა მრავალი რეპეტიცია. Elektra Records-თან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ იგი ჩაიწერა 1976 წლის სექტემბერში, სტუდიაში A & R Recording. ალბომის პროდიუსერები არიან ჯგუფის ლიდერი ტომ ვერლენი და ხმის ინჟინერი ენდი ჯოუნსი.

ალბომში იმ პერიოდის პანკ-როკისთვის დამახასიათებელი მძლავრი აკორდები ჩაანაცვლეს ტრადიციული როკის და ჟაზის ელემენტებმა, მელოდიურმა პასაჟებმა და დისონანსურმა აკორდებმა. ვერლენის ტექსტებში არეკლილია ურბანული და პასტორალური თემები, ქვემო მანჰეტენის, სიყმაწვილის ციტირება და ფრანგული პოეზიით შთაგონება. იმპრესიონისტული ხასიათის მინიჭების მიზნით აგრეთვე გამოყენებულია მრავალი კალამბური და ორაზროვნება. ამრიგად, ტექსტებში აღწერილია არა ესა თუ ის დეტალი, არამედ მოვლენის შემეცნება.

Marquee Moon-მა გამოსვლისთანავე კრიტიკოსების ერთსულოვანი აღიარება გამოიწვია, ისევე, როგორც ბრიტანეთში მოულოდნელი კომერციული წარმატება, თუმცა აშშ-ში გაყიდვების მაჩვენებლები დაბალი იყო. მას შემდეგ მრავალმა კრიტიკოსმა საკუთარ მიმოხილვაში მას უწოდა ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი და ალტერნატიული როკის ცენტრალური ალბომი. Television-ის ნოვატორული პოსტ-პანკური ინსტრუმენტული შესრულება ამ დისკზე ითვლება ახალი ტალღის და ინდი-როკის შთაგონებად.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველა სიმღერის ავტორი – ტომ ვერლენი, გარდა მითითებულისა.

მხარე 1
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„See No Evil“3:56
2.„Venus“3:48
3.„Friction“4:43
4.„Marquee Moon“9:58
მხარე 2
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Elevation“5:08
2.„Guiding Light“ (ვერლენი და რიჩარდ ლოიდი)5:36
3.„Prove It“5:04
4.„Torn Curtain“7:00
  • „Marquee Moon“, შემოკლებული ორიგინალურ გამოცემაზე, 2003 წლის გამოცემაში წარმოდგენილია სრული ხანგრძლივობით (10:40).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Marquee_Moon&oldid=4590024“-დან