Hamann Motorsport

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Hamann Motorsport
ტიპი საჯარო კომპანია
ავტო ტიუნინგ-ატელიე
დარგი ავტო ინდუსტრია
დაფუძნდა 1986
დამაარსებელი რიჰარდ ჰამანი
დაიხურა დღემდე აქტიური
სათავო ოფისი ლაუპჰეიმი, გერმანია
პროდუქცია ავტომობილი

Hamann Motorsportგერმანული ავტო ტიუნინგის კომპანია, რომელიც დაარსდა 1986 წელს ლაუპჰეიმში რიჰარდ ჰამანის მიერ. თავდაპირველად კომპანია მხოლოდ BMW-ს მოდელის ავტომობილებზე მუშაობდა, თუმცა მოგვიანდებით სხვა მარკის ავტომობილების ტიუნინგიც დაიწყეც, როგორებიცაა: Ferrari, Lamborghini, Mercedes-Benz, Porsche, Fiat, Maserati, Aston Martin, Rolls-Royce, Mini, Land Rover, Bentley, Audi და McLaren.

2013 წლიდან კი Hamann Motorsport-ი აწყობს ექსკლუზიურ მოტოციკლებს. თავდაპირველად კომპანია შეიქმნა მხოლოდ გერმანულ ავტომობილებთან სამუშაოდ, თუმცა შემდგომში ბიზნესის გაფართოებასთან ერთად კომპანია სხვადასხვა ქვეყნის მოდელებზე დაიწყო მუშაობდა, მაგ: Lamborghini, Ferrari და სხვა.[1]

კომპანია მომხმარებელ სთავაზობს როგორც ავტომობილის კოსმეტიკურ დამუშავებას, რაშიც იგულისხმება ავტომობილის ვიზუალური ცვლილებები ასევე მისი ძრავის გაუმჯობესებას. ავოტომობილის ტიუნინგი ითვალისწინებს სხვადასხვა როგორ პატარა ისე დიდი დეტალის ცვლილებას, მაგალითად ავტომობილის მიწასთან დაშორების მანძილის შემცირება, ჩვეულებრივი საბურავების სარბოლო საბურავებით შეცვლა, ძველი ძრავის გაუმჯობესება ან უფრო ძლიერით ჩანაცვლება და სხვა.[2]

Hamann Motorsport-ის მიერ შექმნილი პირველი ავტომობილი იყო BMW M3 (E30), რომელიც აღჭურვილი იყო 2.3ლ R4 ძრავით (ტურბოჩარჯერით). მოდელი 60 მილი/საათს 5.1 წმ-ში ავითარებდა, ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარე იყო 170 მილი/საათში (273 კმ/სთ).[3]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ფრანკფურტი საერთაშორის ავტო შოუ(2010). West Coast Midnight Run. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-25. ციტირების თარიღი: დეკემბერი 2010.
  2. შესავალი. TopSpeed.Com. ციტირების თარიღი: 28 მარტი 2011.
  3. Lamborghini Murcielago LP640. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 ივნისი 2013. ციტირების თარიღი: 13 აგვისტო 2013.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]