Facing the Animal — შვედი სოლო-შემსრულებელ ინგვი მალმსტინის მეცხრე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 1997 წელს ლეიბლზე Pony Canyon (იაპონიაში) და 1998 წლის 10 თებერვალს ლეიბლზე Spitfire Records (აშშ-ში). მიუხედავად იმისა, რომ მალმსტინს მიეწერება, კომპოზიცია Air on a Theme კომბინაციაა ანტონიო ვივალდის ნაწარმოების Piccolo Concerto in C Major (RV443) მეორე მოქმედებიდან (Largo); ამასთანავე, Braveheart შეიცავს რიფს გარი მურის სიმღერიდან Over the Hills and Far Away. ალბომი შეიცავს დრამერ კოზი პაუელის ერთ-ერთ უკანასკნელ შესრულებას მის გარდაცვალებამდე 1998 წელს.