Unleash the Fury

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Unleash the Fury
ალბომის Unleash the Fury ყდა
Unleash the Fury
გამოცემის თარიღი 26 აპრილი, 2005
ჟანრი ნეო-კლასიკური მეტალი, მძიმე მეტალი
ხანგრძლივობა 1:14:40
ლეიბლი Spitfire
პროდიუსერი ინგვი მალმსტინი
ქრონოლოგია: ინგვი მალმსტინი
G3: Rockin' in the Free World
(2003)
Unleash the Fury
(2005)
Perpetual Flame
(2008)


 პროფესიონალური შეფასებები
ქულები
წყარო რეიტინგი
Allmusic 1.5/5 stars[1]

Unleash the Furyგიტარისტ ინგვი მალმსტინის ალბომი, გამოსული 2005 წელს ლეიბლზე Spitfire Records. ძირითადში იგი არ არღვევს მალმსტინისეულ საფირმო ხელწერას. ალბომი შეიცავს ბახის ორი კომპოზიციის ქავერს.

როგორც ინგვი მალმსტინი ჟურნალ Guitar World-თან ინტერვიუში აცხადებს, ამ ალბომის სახელწოდებას საფუძვლად უდევს ერთი საკმაოდ კურიოზული „ავია-შემთხვევა“. 1987 წლის იანვარში მალმსტინი თვითმფრინავით ტოკიოში მიფრინავდა თავისი იმდროინდელ ჯგუფის წევრებთან ერთად Odyssey-ის მხარდამჭერი ტურნეს ფარგლებში. კერძოდ, მასთან ერთად იყვენ: ჯო ლინ ტერნერი, იენს იუჰანსონი და მისი ძმა პატრიკ იუჰანსონი. ეს ავიარეისი ხანგრძლივი (16 საათიანი) და მოსაბერზრებელი იყო. ყველა მათგანმა კონიაკი დალია და ცოტა ხნის შემდეგ, საკმაოდ უხეში და უკონტროლო ქცევები დაიწყეს, რაშიც განსაკუთრებით აქტიურობდა იენს იუჰანსონი. ამ დროს მალმსტინს უკვე ეძინა. პროტესტის და შურისძიების ნიშნად ერთ–ერთმა მგზავრმა ქალბატონმა მალმსტინსა და მის გვერდით მჯდომ ტერნერს, სიტყვებით „გაგრილდით, ბიჭებო!“, თავზე ერთი ჭიქა ყინულიანი წყალი დააცალა. აღშფოთებულმა და გაცეცხლებულმა მალმსტინმა, რომელსაც ჯერ კიდევ წინა დღის ნასვამი არ ჰქონდა მონელებული, „შურისმაძიებელ“ ქალბატონს შემდეგი სიტყვებით უპასუხა: „You've released the fucking fury!“(რომელიც შემდგომ ხშირი შეცდომითი ინტერპრეტაციით „You've unleashed the fucking fury!“ დამკვიდრდა) და ამ ფრაზას მანამდე გაჰკიოდა, სანამ მის დასაშოშმინებლად საქმეში ჩარეულმა უსაფრთხოების სამსახურმა ამ ქალბატონს არ მოაშორა.[2][3] ეს ინციდენტი ფირზე ჩაიწერა ანდერს იუჰანსონმა და თითქმის 16 წლის შემდეგ ეს აუდიო ჩანაწერი ინტერნეტში ატვირთა.[2] ეს ფრაზა - Unleash The Fury – იმდენად პოპულარული გახდა ხალხში, რომ მალმსტინმა გადაწყვიტა, მისი ახალი ალბომის სახელწოდებად გამოეყენებინა.

ალბომის ჩასაწერად მალსტინმა ამჟამად მოიწვია შემდეგი მუსიკოსები: დუგი ვაითი (ექს-რეინბოუ, ვოკალი), ხოაკიმ სვოლბერგი (კლავიშებიანი ინსტრუმენტები), პატრიკ იუჰანსონი (დასარტყმელი საკრავები). ბას გიტარის პარტიები თვითონ მალმსტინმა ჩაწერა.[4]

ამ თვრამეტ კომპოზიციანი ალბომის გამორჩეულ კომპოზიციად ითვლება Winds Of War (Invasion), სადაც კლავიშებიანი ინსტრუმენტებისა და ვოკალის პარტიები ქმნიან უჩვეულო კლასიკურ ატმოსფეროს, რომელსაც კიდევ უფრო ზრდის კომპოზიცია Guardian Angel.[5] უნდა აღინიშნოს, რომ ალბომში არის კომპოზიცია – Revelation (Drinking With The Devil), რომელიც მალმსტინის პერსონალურ სულიერ ასპექტს უკავშირდება და მის არც თუ ისე შორეულ წარსულში ალკოჰოლისამდი მიდრეკილებას და მის დემონებთან ბრძოლის ისტორიას მოგვითხრობს.

ალომის ერთ-ერთი კომპოზიციაა Magic & Mayhem, რომელიც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ინგვი მალმსტინი ელექტრო გიტარის ინსტრუმენტური კომპოზიციების უდავო, ჭეშმარიტი მეფეა.[6]

ალბომი გამოიცა როგორც CD გაფართოებული შესაძლებლობებით, რაშიც იგულისხმება სამი ვიდეო QuickTime ფორმატში.

Cracking The Whip ერთადერთი სინგლია ალბომიდან.

სიმღერების სია[რედაქტირება]

ყველა სიმღერის ავტორი — ინგვი მალმსტინი

# სახელწოდება ხანგრძლივობა
1. Locked & Loaded   3:46
2. Revolution   4:17
3. Cracking the Whip   3:50
4. Winds of War (Invasion)   5:05
5. Crown of Thorns   4:24
6. The Bogeyman   3:57
7. Beauty and a Beast   3:18
8. Fuguetta   1:01
9. Cherokee Warrior   5:29
10. Guardian Angel   3:20
11. Let the Good Times Roll   4:03
12. Revelation (Drinking with the Devil)   5:38
13. Magic and Mayhem   4:39
14. Exile   3:52
15. The Hunt   4:20
16. Russian Roulette   4:10
17. Unleash the Fury   5:42
18. Paraphrase   3:49

პერსონალი[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Theakston, Rob. "Unleash the Fury - Yngwie J. Malmsteen's Rising Force". Allmusic. Rovi Corporation. Retrieved 2012-02-28.
  2. 2.0 2.1 ივან ჩოპიკი (24 თებერვალი, 2006). ინტერვიუ ინგვი მალმსტინთან. GuitarMessenger.com. წაკითხვის თარიღი: 2010-10-20.
  3. ანდრე მისინი (4 თებერვალი, 2009). ინგვი მალმსტინი ალბომის Unleash the Fury შესახებ. CHARTattack.com. წაკითხვის თარიღი: 2010-11-14.
  4. ალბომის მიმოხილვა: Unleash the Fury. TheMetalCircus.com. წაკითხვის თარიღი: 2010-11-07.
  5. ბრაიან რეიდმეჩერი. ალბომის მიმოხილვა: Unleash the Fury. RockEyez.com. წაკითხვის თარიღი: 2010-11-07.
  6. ალბომის მიმოხილვა: Unleash the Fury. Encyclopaedia Metallum. წაკითხვის თარიღი: 2010-11-07.
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Unleash_the_Fury&oldid=2536031“-დან