Down by the Seaside

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„Down by the Seaside“
სიმღერალედ ზეპელინი
ალბომიდან Physical Graffiti
გამოსვლის თარიღი 24 თებერვალი, 1975 (1975-02-24)
ჩაიწერა Island Studios, ლონდონი, 1971
ჟანრი ქანთრი-როკი[1]
ხანგრძლივობა 4:13
ხმისჩამწერი ლეიბლი 5:16
ავტორ(ებ)ი
პროდიუსერი ჯიმი პეიჯი
Physical Graffitiსიმღერები

Down by the Seaside“ — ბალადა ინგლისური როკ-ჯგუფ ლედ ზეპელინის მეექვსე სტუდიური ალბომიდან Physical Graffiti (1975).

ტექსტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმღერის ორიგინალური ვარიანტი ავტორებმა, ჯიმი პეიჯმა და რობერტ პლანტმა დაწერეს უელსში, ბრონ-ერ-აირში, სადაც 1970 წელს, ამერიკული ტურნეების შემდეგ ისვენებდნენ.[2][3] 1971 წელს მათ იგი ელექტრონული არანჟირებით ჩაწერეს და დაგეგმეს ალბომ Led Zeppelin IV-ში შეტანა, თუმცა იგი მხოლოდ Physical Graffiti-ში, ალბომის ორმაგი ფორმატის შესაქმნელად გამოიყენეს.

ვარაუდობენ, რომ სიმღერის სახელწოდება ნილ იანგის „Down by the River“-ისგან არის ნასესხები, ხოლო პლანტის მიერ ნომრის ოდნავ მოგუდული ვოკალით შესრულება იანგის პაროდირებაა.[3] სიმღერაში რბილი და უფრო მძიმე ტაქტების მონაცვლეობაა, ისევე, როგორც ცვალებადი ტემპები, ხოლო მშვიდ ტაქტებში ჟღერს გიტარის ტრემოლო, ან, შესაძლოა, Leslie-ს რეპროდუქტორში გატარებული გიტარა. ჯონ პოლ ჯოუნსი უკრავს Hohner-ის ელექტრონულ პიანინოზე. ჯგუფის კონცერტებზე სიმღერა არასოდეს შესრულებულა, თუმცა პლანტმა იგი იმღერა 1995 წელს, ლედ ზეპელინისადმი მიძღვნილ ალბომზე Encomium, ტორი ეიმოსთან ერთად.

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლუისი, დეივ (2004) The Complete Guide to the Music of Led Zeppelin, ISBN 0-7119-3528-9
  • უელჩი, კრის (1998) Led Zeppelin: Dazed and Confused: The Stories Behind Every Song, ISBN 1-56025-818-7

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ერლეუაინი, სტივენ თომას. Physical Graffiti – Album Review. AllMusic. ციტირების თარიღი: 25 ოქტომბერი 2014.
  2. ფილ სატკლიფი, „Back to Nature“, Q Magazine, ლედ ზეპელინისადმი მიძღვნილი სპეციალური გამოცემა, 2003, გვ. 34.
  3. 3.0 3.1 დეივ ლუისი (1994), The Complete Guide to the Music of Led Zeppelin, Omnibus Press, ISBN 0-7119-3528-9.