Black Sabbath (ალბომი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Black Sabbath
სტუდიური ალბომი - Black Sabbath
გამოცემის თარიღი 13 თებერვალი, 1970
ჩაწერის თარიღი 20 ივლისი, 1969 – 8 იანვარი 1970, რიჯენტ სტრიტის სტუდია
ჟანრი მძიმე მეტალი
ხანგრძლივობა 40:16
ლეიბლი Vertigo, Warner Bros.
პროდიუსერი როჯერ ბეინი
Black Sabbath - ქრონოლოგია
Black Sabbath
(1970)
Paranoid
(1970)
 პროფესიონალური შეფასებები
ქულები
წყარო რეიტინგი
Allmusic 4.5/5 stars[1]
Rolling Stone არასასურველი[2]
The Rolling Stone Album Guide 5/5 stars[3]
Sputnikmusic 4.0/5[4]
Prog Archives 4.2/5 stars[1]
Ultimate Guitar 9.6/10 stars[1]

Black Sabbath — ჯგუფ Black Sabbath-ის სადებიუტო სტუდიური ალბომი. იგი გამოვიდა 1970 წლის 13 თებერვალს (ალბომის გამოსვლა სიმბოლურად დაამთხვიეს პარასკევს). დღესდღეობით ის ითვლება ერთ-ერთ პირველ ალბომად მძიმე მეტალის ჟანრში.

ჩაწერა[რედაქტირება]

1969 წლის აგვისტოში Earth-ის სახელით ცნობილი ჯგუფი „ბლექ საბათად“ გადაკეთდა. ამავე დროს მათ ჩაწერეს კომპოზიციის Black Sabbath დემო-ვერსია. 1969 წლის დეკემბერში გამოიცა სინგლი Evil Woman, ხოლო 1970 წლის იანვარში ჩაიწერა შვიდი კომპოზიცია მომავალი სტუდიური ალბომისთვის. ყველა სიმღერა ჩაწერილია ერთი დუბლით. მთლიანობაში, დისკის ჩაწერამ 3 დღე დაიკავა.

ტონი აიომი იხსენებს: „ჩვენ გვეგონა, რომ ორ დღეში ჩავწერთ, ხოლო ერთ დღეს ხმის მიქსს დავუთმობთ. ამიტომაც ყველაფერს ცოცხლად ვუკრავდით. ოზი ცოცხლად ადებდა საკუთარ ვოკალს, უბრალოდ ცალკე კაბინაში იჯდა. მეორედ არც ერთი კომპოზიცია არ ჩაგვიწერია“.

მუსიკა და ლირიკა[რედაქტირება]

მუსიკალურად და ტექსტების მხრივ ალბომი თავისი დროისათვის საკმაოდ ბნელი იყო. პირველი კომპოზიცია, ნელი ტემპის და უხეში, ბნელი განწყობიის გამო საკმაოდ დაძაბულ ატმოსფეროს ქმნის. ზოგიერთი სიმღერის ტექსტი, მაგალითად, N.I.B., დაწერილია ისე, თითქოს მათ ლუციფერი წარმოთქვამს.

ოკულტური ლირიკა რამდენიმე სხვა სიმღერაშიც გამოიყენება. ამასთან, Warning და Evil Woman არის ცნობილი ბლუზ-სიმღერების ქავერ-ვერსიები.

ყდა[რედაქტირება]

გარეკანზე გამოსახულია მდინარე თემზაზე მდგარი წყლის წისქვილი, ოქსფორდშირის საგრაფოდან (ინგლისი). წინა პლანზე დგას შავებში ჩაცმული ფიგურა. ორიგინალური გამოცემის გრამფირფიტის შიდა მხარეზე ლეიბლის Vertigo მიერ დამატებული იქნა გადაბრუნებული ქრისტიანული ჯვარი, რამაც ჯგუფის მხრიდან კრიტიკა გამოიწვია - მათ არ სურდათ, რომ ვიღაცას ბლექ საბათი ოკულტიზმთან გაეგივებინა. შედეგად, შტატებში ალბომი გასაშლელი ყდით არ გამოცემულა.

სიმღერების სია[რედაქტირება]

ყველა სიმღერის ავტორები - ტონი აიომი, ოზი ოსბორნი, გიზერ ბატლერი და ბილ უორდი, გარდა მითითებულისა:

1970 წლის გამოცემა (ბრიტანეთი)[რედაქტირება]

მხარე 1[რედაქტირება]

  1. Black Sabbath – 6:16
  2. The Wizard – 4:24
  3. Behind the Wall of Sleep – 3:38
  4. N.I.B. – 6:06

მხარე 2[რედაქტირება]

  1. Evil Woman (დეივ ვაგნერი, დიკ ვეიგანდი, ლარი ვეიგანდი) – 3:25
  2. Sleeping Village – 3:46
  3. Warning (ეინსლი დანბარი, ჯონ მურსჰედი, ალექს დმოხოვსკი, ვიქტორ ჰიკლინგი) – 10:32

1970 წლის გამოცემა (აშშ)[რედაქტირება]

მხარე 1[რედაქტირება]

  1. Black Sabbath – 6:20
  2. The Wizard – 4:22
  3. Wasp / Behind the Wall of Sleep / Bassically / N.I.B. – 9:44

მხარე 2[რედაქტირება]

  1. Wicked World – 4:30
  2. A Bit of Finger / Sleeping Village / Warning – 14:32

შენიშვნა: სათაურები Wasp, Bassically და A Bit of Finger მოცემულია მხოლოდ ამერიკულ გამოცემებში. ეს არ არის დამატებითი სიმღერები ან მათი ნაწილები. Bassically არის ბას-პარტია კომპოზიციიდან N.I.B. Wasp არის პირველი 'სუიტა' (Behind the Wall of Sleep / Bassically / N.I.B.), ხოლო A Bit of Finger - მეორე 'სუიტა' (Sleeping Village / Warning). ალბომის ყველა გამოცემაზე, გარდა პირველი ბრიტანული და 2004 წლის რემასტერინგისა, ყველა კომპოზიცია ინდექსირებულია ცალ-ცალკე.

მუსიკოსები და პერსონალი[რედაქტირება]

  • ოზი ოსბორნი - ვოკალი, ჰარმონიკა სიმღერაში The Wizard
  • ტონი აიომი - გიტარა, კლავიშები
  • გიზერ ბატლერი - ბას გიტარა
  • ბილ უორდი - დასარტყმელი საკრავები
  • როჯერ ბეინი - პროდიუსერი
  • ტონ ელომი - აუდიო ინჟინერი
  • ბარი შეფილდი - ინჟინერი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Huey, Steve. Album review Black Sabbath. Allmusic. წაკითხვის თარიღი: 6 September 2009.
  2. Bangs, Lester. (17 September 1970)Album reviews Black Sabbath. Rolling Stone. Wenner Media. წაკითხვის თარიღი: 6 September 2009.
  3. Black Sabbath: Album Guide. Rolling Stone. წაკითხვის თარიღი: 4 June 2012.
  4. Stagno, Mike. Review Black Sabbath. www.sputnikmusic.com. წაკითხვის თარიღი: 18 November 2011.