Black Isle Studios

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Black Isle Studios
ტიპი შვილობილი კომპანია
დარგი ვიდეო თამაშების ინდუსტრია
დაფუძნდა 1996
დამაარსებელი ფერგიუს ურკჰარტი
კრის აველონი
ჯოშ სოიერი
დარენ მონაჰენი
სათავო ოფისი ორინჯ-კაუნტი, კალიფორნია, აშშ
პროდუქცია Fallout 2
Planescape: Torment
Icewind Dale
შვილობილ(ებ)ი Interplay Entertainment

Black Isle Studios — ამერიკული ვიდეო თამაშების შემქმნელი კომპანია, რომელიც ორიენტირებულია როლური ვიდეო თამაშების შექმნაზე. დაარსდა 1996 წელს ირვაინში, (კალიფორნიის შტატი)[1][2][3] ფერგიუს ურკჰარტის მიერ. იყო Interplay Entertainment-ის ერთ-ერთი ქვედანაყოფი. სახელი დაერქვა შოტლანდიის კუნძულის Black Isle პატივსაცემად. ეს სახელწოდება მიიღო 1998 წელში. მდებარეობდა ლოს-ანჯელესში (აშშ). Black Isle ყველაზე მეტად ცნობილია ისეთი თამაშების შექმნით, როგორებიც არის „Planescape: Tormen“ და „Fallout“. მათ ასევე წარმატებას მიაღწიეს როლური ვიდეო თამაშის ჟანრის სერიების „Icewind Dale“-ისა და „Baldur's Gate“-ის შექმნით. 1999 წელს IGN-ისგან მიიღო წლის დეველოპერის ჯილდო[4].

2003 წლის დეკემბერში გაკოტრების შემდეგ Interplay-მ სამსახურიდან გაათავისუფლა Black Isle-ის თანამშრომლები. უმეტესობა თანამშრომლებისა გადავიდა Obsidian Entertainment-ში, Troika Games-სა და BioWare-ში.

2012 წლის ბოლოს კომპანია Interplay-მ განაცხადა Black Isle-ის ხელმეორედ გახსნის შესახებ: "ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო მსოფლიოში საუკეთესო RPG თამაშების შექმნა". სლოგანად მათ აირჩიეს „Black Isle ბრუნდება“.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაარსება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაარსდა 1995 წელს ფერგიუს ურკჰარტის მიერ. სახელი შერჩეული იქნა ფერგიუსის სამშობლოს პატივსაცემად. კომპანია მონაწილეობდა „Fallout“-ის შექმნაში, მაგრამ არ იყვნენ თამაშზე პასუხისმგებელნი, თუმცა გადამწყვეტი როლი ითამაშეს თამაშის შექმნაში. კომპანიის პირველი ოფიციალური თამაშის შექმნის პერიოდში Interplay-ის რამდენიმე თანამშრომელმა დატოვა Black Isle და ჩამოაყალიბა ახალი კომპანია Troika Games. თანამშრომლების წასვლის მიზეზი იყო Interplay-სთან უთანხმოება თამაშის შექმნელეთა ჯგუფის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით[5]. დარჩენილმა წევრებმა გამოუშვეს ისეთი ცნობილი თამაშები, როგორიც არის „Fallout 2“, „Planescape: Torment“, „Icewind Dale“. მათ აგრეთვე შექმნეს Baldur's Gate, Baldur's Gate II: Shadows of Amn, BioWare-თან თნამშრომლობის შედეგად. Black Isle აგრეთვე მონაწილეობდა „Lionheart: Legacy of the Crusader“-ის შექმნაში, სადაც ასრულებდა კონსულტანტის მოვალებას და ეხმარებოდა Reflexive Entertainment-ს, რომელიც შედგებოდა Black Isle ყოფილი თანამშრომლებისგან.

პროექტების კოდური სახელწოდებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Black Isle Studios თავის პროექტებს აძლევდა კოდურ სახელწოდებებს აშშ-ის პრეზიდენტების სახელების მიხედვით.

თამაშების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შექმნილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამოშვებული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაუქმებული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Black Isle Studios. IGN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-25. ციტირების თარიღი: 25 ივლისი, 2006.
  2. Cheong, Ian. Game Info. Lionheart Chronicles. GameSpy. ციტირების თარიღი: 25 ივლისი, 2006.
  3. Keefer, John. (იანვარი, 2001) Black Isle Studios: We are not BioWare. GameSpy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2004-12-11. ციტირების თარიღი: 2006-06-25.
  4. 1999 Vault Network Awards. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2001-02-04. ციტირების თარიღი: 2001-02-04.
  5. Blancato, Joe. The Rise and Fall of Troika. The Escapist. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 8, 2007. ციტირების თარიღი: March 27, 2007.