AirBaltic

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეარბალტიკი
რიგის საერთაშორისო აეროპორტი

ეარბალტიკი (AirBaltic) - ლატვიური ავიაკომპანია, რომლის მთავარი ოფისი მდებარეობს რიგაში. მისი მთავარი ცენტრია რიგის საერთაშორისო აეროპორტი, ხოლო მეორეხარისხოვანი კვანძია ვილნიუსის საერთაშორისო და ტალინის ლენარტ მერის აეროპორტები. 2010 წლის 23 სექტემბერს, კომპანიამ განაცხადა, რომ აფუძვნებდა ახალ მეორეხარისხოვან კვანძს, -ოულუს აეროპორტს. კომპანიის კუთვნილებაშია 29 თვითმფრინავი. აღმასრულებელი დირექტორია ბერტოლტ ფლიკი.2007 წლის სექტემბრის მონაცემებით AirBaltic-ში დასაქმებულია 948 ადამიანი.

ისტორია[რედაქტირება]

ავიაკომპანია AirBaltic დაარსდა 1995 წლის 28 აგვისტოს, მას შემდეგ რაც ხელი მოეწერა ერთობლივ გადაწყვეტილებას სკანდინავიის ავიახაზებსა და ლატვიას შორის. მოქმედება დაიწყო 1995 წლის 1 ოქტომბერს, Air Baltic-ის პირველი თვითმფრინავის, Saab 340-ის ჩამოსვლით რიგაში და იმავე დღეს ავიაკომპანიის სახელით მგზავრთა გადაყვანით.

1999 წლისათვის Air Baltic გახდა გაერთიანებული სააქციო კომპანია და ყველა Saab 340 ტიპის თვითმფრინავი შეიცვალა Fokker 50-ებით. სექტემბრისთვის ავიახაზებმა მოქმედება დაიწყეს ევროპის ავიახაზების სამოქმედო სტანდარტების მიხედვით.

2003 წელს, კომპანიის ავია ფლოტს შეუერთდა პირველი ბოინგი - Boeing 737-500.

2004 წელს, განხორციელდა Air Baltic-ის რებრენდინგი და ეწოდა AirBaltic.

2006 წელს, ავია ფლოტს შეუერთდა პირველი Boeing 737-300.

2007 წელს, Air Baltic-მა წარმოადგინა ონლაინ check-in სისტემა, რომელიც პირველი სისტემა იყო ბალტიის ქვეყნებს შორის.

2008 წელს, არსებულ ავია ფლოტს შეუერთდა Boeing 757 და განაცხადეს, რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში განახორციელებდნენ კომპანიის ისტორიაში ავიაფლოტის ყველაზე დიდ ექსპანსიას და ახალი თვითმფრინავების შეძენას. მომავალი შენაძენი იქნებოდა მომდევნო თაობის თვითმფრინავი Q400.

2009 წლამდე, AirBaltic-ს უწინდებურად ძლიერი კავშირები ჰქონდა სკანდინავიის ავიახაზებთან, რომელიც ფლობთა კომპანიის აქციების 47 %-ს (დანარჩენი ლატვიის სახელმწიფო კუთვნილებაში იყო), მაგრამ მათ მთელი თავისი აქციები მიჰყიდეს AirBaltic-ის მართველობას.

ფინანსური სტატისტიკა[რედაქტირება]

ეარბალტიკის ფრენები

AirBaltic-ის ფრენების საერთო მაჩვენებელმა 2009 წელს შეადგინა 45,967, მგზავრთა რაოდენობამ კი 2,76 მილიონს მიაღწია, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 6 პროცენტით.

2007 წელს, AirBaltic-ი მოემსახურა 2,007,150 მგზავრს, რომელთა რაოდენობა გაიზარდა 27%-ით 2006 წელთან შედარებით. 2007 წელს, AirBaltic ფრენების რაოდენობა გაზარდა 27% პროცენტით 2006 წელთან შედარებით და მიაღწია 36,804 .

2007 წელს, საერთო ბრუნვამ მიაღწია 226,85 მილიონ ევროს( 38%-ით მეტი 2006 წელთან შედარებით). თუმცა საერთო მოგემა შემცირდა 69 პროცენტით და შეადგინა 1,76 მილიონი ევრო, რაც გამოწვეული იყო ხარჯების გაზრდით. ეს ხარჯები მამართული იყო ავიაკომპანიის გაფართოებისკენ.

AirBaltic ახორციელებს 72 პირდაპირ ფრენას რიგიდან, ვლნიუსიდან - 13-ს, ტალინიდან - 7-ს.

კოდ-შეარინგის ხელშეკრულება[რედაქტირება]

AirBaltic-ს აქვს კოდშეარინგის ხელშეკრულება შემდეგ ავიაკომპანიებთან:: Aeroflot (SkyTeam); Aerosvit Airlines; Air Astana; Alitalia (SkyTeam); Armavia; Austrian Airlines (Star Alliance); Azerbaijan Airlines; Belavia; Brussels Airlines (Star Alliance); Georgian Airways; Malév Hungarian Airlines (Oneworld); Moldavian Airlines; Rossiya; TAROM (Skyteam); Scandinavian Airlines (Star Alliance); Spanair (Star Alliance); Tajik Air; Uzbekistan Airways

ჟურნალი[რედაქტირება]

AirBaltic-ის ჟურნალი, რომელიც მგზავრებს უფასოდ გადაეცემათ (მოთავსებულია ყოველი სავარძლის უკანა ჯიბეში), Baltic Outlook, იბეჭდება წელიწადში 12-ჯერ. მგზავრებს შეუძლიათ ეს ჟურნალი თან წაიღონ ფრენის დასრულების შემდეგ. ამ ჟურნალში მხოლოდ ინგლისური სტატიებია. „Baltic Outlook“-ის პირველი გამოცემა დაიბეჭდა 2003 წელს. ასევე შესაძლებელია შიდა და საერთაშორისო გაზეთების არჩევა, მაგრამ მხოლოდ იმ მგზავრთათვის, ვინც ბალტიისპირეთში დაფრინავს.

მომსახურება[რედაქტირება]

ეარბალტიკის ზოგიერთი ფრენის დროს, მგზავრებს შესაძლებლობა ეძლევათ ფართო მენიუდან შეიძინონ საკვები და სასმელი.

ავიაფლოტის შემადგენლობა[რედაქტირება]

ეარბალტიკის ფლოტი 2010 წლისთვის მოიცავს შემდეგ თვითმფრინავებს: Boeing 737-300 (8 თვითმფრინავი; 149 ადგილი) Boeing 737-500 (6 თვითმფრინავი; 120–126 ადგილი Boeing 757-200 (2 თვითმფრინავი; 200 ადგილი) Bombardier Dash 8 Q400 (3 თვითმფრინავი; 76 ადგილი) Fokker 50 (10 თვითმფრინავი; 46–52 ადგილი)

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=AirBaltic&oldid=2393075“-დან