A.N.I.M.A.L.

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
A.N.I.M.A.L.
ბიოგრაფია
წარმოშობა ბუენოს-აირესი, არგენტინა
ჟანრ(ებ)ი გრუვ მეტალი
ნიუ მეტალი
თრეშ მეტალი
აქტიური 1992–2006
ლეიბლ(ებ)ი Universal
ყოფილი წევრები ანდრეს ხიმენესი
კრისტიან „ტიტი“ ლაპოლა
მარსელო კასტრო
ხავიერ დორადო
მარსელო „კორვატა“ კორვალანი
ანდრეს ვილანოვა
მარტინ კარიზო
ანიბალ ალო
საიტი animal.com.ar
A.N.I.M.A.L. ვიკისაწყობში

A.N.I.M.A.L. (Acosados Nuestros Indios Murieron Al Luchar, ნიშნავს ჩვენი დევნილი ინდიელები დაიღუპნენ ომის დროს) იყო გრუვ მეტალ ჯგუფი არგენტინიდან.

ჯგუფი დააარსა ვოკალისტმა და გიტარისტმა ანდრეს ხიმენესმა 1992 წელს სახელწოდებით Animal. თუმცა მალევე, კანონიერი მიზეზების გამო, ჯგუფს სახელი შეუცვალა და დაარქვა A.N.I.M.A.L. ჯგუფი უკრავდა გრუვ მეტალის ჟანრში, სანამ მოგვიანებით ნიუ მეტალის დაკვრა არ დაიწყეს. ტექსტების უმრავლესობა ეთმობოდა ეთნიკური უმცირესობებისა და ლათინური ამერიკის ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებს, რაც სიმღერების სათაურებშიც აისახებოდა: Sólo Por Ser Indios („მხოლოდ ინდიელად ყოფნისთვის“), Guerra De Razas („რასათა ომი“), Poder Latino („ლათინური ძალაუფლება“) და Raza Castigada („დასჯილი რასა“).

ჯგუფმა კომერციულ წარმატებას შუა და გვიან 1990-იანებში მიაღწია. ერთად ატარებდნენ ტურნეებს ლათინური ამერიკის მრავალ ქვეყანაში, აშშ-ში და ევროპაში. ჯგუფის პოპულარობამ მას შემდეგ იკლო, რაც დიდი ხნის ბასისტმა მარსელო კორვალანმა, ხოლო შემდგომ დრამერმა ანდრეს ვილანოვამ (რომელიც ჯგუფს შეუერთდა 1998 წელს 17 წლის ასაკში) დატოვა ჯგუფი 1999 წელს. ბევრმა ფანმა დაკარგა ინტერესი ამ ჯგუფის მიმართ.

2006 წელს გამოცხადდა, რომ ჯგუფი იღებდა შესვენებას განუსაზღვრელი დროით. ეს განპირებობული იყო ჯგუფიდან დრამერის მარტინ კარიზოს წასვლით და ჯგუფ D-mente-ს (სიტყვათა თამაში, რომლის მნიშვნელობაც შესაძლოა განვმარტოთ, როგორც demente (მთვარეული), devil mente (ეშმაკის გონება), ასევე débil mente (სუსტი გონება)) ჩამოყალიბებით ანდრეს ხიმენესის მიერ. კრისტიან ლაპოლა და მარტინ კარიზო არიან წევრები ჯგუფისა Power of Soul.

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ანდრეს ხიმენესი – ვოკალი, გიტარა (1992–2006)
  • მარსელო „კორვატა“ კორვალანი – ბას გიტარა, ვოკალი (1992–1999)
  • კრისტიან „ტიტი“ ლაპოლა – ბას გიტარა, ბეკ-ვოკალი (2000–2006)
  • ერნან ოტელო – ბას გიტარა (????-????)
  • ანიბალ ალო – დრამები (1992–1993)
  • ხავიერ დორადო – დრამები (1993, 2001–2003)
  • მარტინ კარიზო – დრამები, პროგრამირება (1994–1998, 2004–2006)
  • ანდრეს ვილანოვა – დრამები (1998–1999)
  • მარსელო კასტრო – დრამები (2000–2001)

სტუდიური ალბომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=A.N.I.M.A.L.&oldid=4562027“-დან