2014 UZ224
2014 UZ224 | ||||
---|---|---|---|---|
აღმოჩენა | ||||
აღმომჩენი | დევიდ გერდესი | |||
აღმოჩენის თარიღი |
19 აგვისტო, 2014 საზოგადოებას ეუწყა: 11 ოქტომბერი, 2016 | |||
ორბიტალური მახასიათებლები | ||||
ეპოქა: JD 2457600.5 | ||||
აფელიუმი | 180 აე | |||
პერიჰელიუმი | 37.97 აე | |||
ფიზიკური მახასიათებლები | ||||
ბრუნვის პერიოდი (T) | 1136,42 წელი | |||
ხილული ვარსკვლავური სიდიდე | 23.2 | |||
აბსოლუტური ვარსკვლავური სიდიდე | 3.5 | |||
| ||||
|
2014 UZ224 — ტრანსნეპტუნური ობიექტი და შესაძლო ჯუჯა პლანეტა მზის სისტემაში. 2016 წლის 10 ოქტომბრის მონაცემებით, მზიდან დაშორებულია დაახლოებით 91,6 ასტრონომიული ერთეულით (13,6 მლრდ კმ), თუმცა ყოველ 2142 წელიწადში ერთხელ, მზეს 38 ასტრონომიულ ერთეულამდე მანძილით უახლოვდება. ამჟამად, 2014 UZ224 მესამე ცნობილი უშორესი ობიექტია მზიდან, ერისისა (96.2 აე) და V774104-ის (~103 აე) შემდეგ.
ჯუჯა პლანეტა მზის გარშემო ერთი სრული წრის შემოვლას იგი 1100 წელს ანდომებს.
მიუხედავად იმისა, რომ მზის სისტემაში ოფიციალურად აღიარებულია მხოლოდ ხუთი ჯუჯა პლანეტა, ვარაუდობენ, რომ მინიმუმ 100 მსგავსი ობიექტი იმალება კოიპერის სარტყელში — ნეპტუნის ორბიტის გადაღმა მდებარე რეგიონში, სადაც თავმოყრილია მრავალი კომეტა, ასეტეროიდი და პატარა პლანეტური სხეული.
ჯუჯა პლანეტა Dark Energy Survey-ს გამოყენებით, დამამთავრებელი კურსის სტუდენტთა ჯგუფმა აღმოაჩინა მიჩგანის უნივერსიტეტის ფიზიკოსის, დევიდ გერდესის ხელმძღვანელობით.
ახლად აღმოჩენილი 2014 UZ224-ის დიამეტრი სავარაუდოდ 530 კილომეტრია.
შედარებისათვის, პლუტონის თანამგზავრის, ქარონის დიამეტრი 1200 კილომეტრია, მზიდან მაქსიმალური დაშორება კი 7,3 მილიარდი კმ.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- New Dwarf Planet Found in Our Solar System space.com
- A new dwarf planet is discovered in our solar system Washington Post