15 ფილმი მადონას შესახებ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

15 ფილმი მადონას შესახებ (ინგლ. 15 Films About Madonna) — სატელევიზიო დოკუმენტური ფილმი შექმნილი A&E Network-ის მიერ. ეთერში გავიდა 2006 წლის 31 დეკემბერს. ის შეიცავს 15 განსხვავებული სტილის მოკლემეტრაჟიან ფილმს, ჟანრები კი ასეთია: კომედია, დოკუმენტური, მუსიკალური, ყალბი კინოს ე.წ. ტრეილერი, მოგონილი პოლიტიკური რეკლამები, ანიმაცია და დრამა.

რეჟისორი სებასტიან დოგარტი (Sebastian Doggart) მუშაობდა 150 ძლიერ გუნდთან, მათ შორის ანიმატორებთან, მეთოჯინეებთან, მსახიობებთან, კომპოზიტორ კეროლ კონორსთან (Carol Connors), მწერალ ჯეიმზ ფლინტთან (James Flint) და მადონას ორეულ კრის ამერიკასთან (Chris America). ფილმი გადაღებულია აშშ-ში, იაპონიაში, ირანში, ავღანისტანში, მექსიკაში, კუბასა და ისრაელში.

ფილმი არჩეულ იქნა, რათა წარადგინოს დიდი ბრიტანეთი 2008 წლის Muestra de Nuevos Realizadores-ის დაჯილდოებაზე ჰავანაში, კუბაზე და ნაჩვენები იქნეს პრესტიჟულ კინოთეატრ Charles Chaplin-ში.

კავშირები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]