ჰოროსკოპი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰოროსკოპი (ბერძნ. "hora"-დრო და "skopeo"-ვუყურებ, ვაკვირდები) - კონკრეტული ადამიანის დაბადების მომენტში ზეცის გრაფიკული გამოსახულება, ანუ რა მდგომარეობა ეკავათ მნათობებს, პლანეტებსა და ვარსკვლავებს. ადამიანის დაბადებისას ციური მოვლენები არ ჩერდება, თუმცა კონკრეტული ადამიანის დაბადების ადგილსა და მომენტში ხდება ასე ვთქვათ, მისი "ზეციური სკანირება" და ამ დროს კოსმოსში მიმდინარე ციური მოვლენები ფიქსირდება მის ხასიათსა თუ ბედისწერაში.

ჰოროსკოპში ძირითადად გამოყოფენ:

  • პლანეტების განთავსებას ზოდიაქოს ნიშნებში.
  • პლანეტების განთავსებას ე. წ. ასტროლოგიურ სახლებში.
  • ”ასპექტებს” - პლანეტების ურთიერთდამოკიდებულებებს, რომელიც შეიძლება იყოს დადებითი, უარყოფითი ან ნეიტრალური.
  • ე.წ. ასტროლოგიური სახლების მმართველებისა და სიგნიფიკატორების გამოთვლა-შეთავსება და ა. შ.

ჰოროსკოპი შეიძლება იყოს:

  • ნათალური (ადამიანის ხასიათის, შესაძლებლობებისა თუ მიდრეკილებების დადგენა, მისთვის ნეგატიური თუ პოზიტიური პერიოდების გამოთვლა და ა. შ).
  • მუნდანური (ქვეყნის მომავლის გამოთვლა, ანუ პოლიტიკურ-საზოგადოებრივი პროგნოზი).
  • ელექტიური (ამა თუ იმ საქმის დასაწყებად ოპტიმალური დროის გამოთვლა).
  • ჰორალური (კითხვის დასმა და კითხვის დასმის დროის შედგენილი ჰოროსკოპით კონკრეტული პასუხის მიღება).
  • სინასტრიული (ორი ადამიანის სასიყვარულო ან საქმიანი შეთავსება; მათი საერთო და განმასხვავებელი თვისებების დადგენა) და ა. შ.